თარგმანი: რაჲთა არა თქუან, ვითარმედ: ეგრეცა არიან ჩუენდა სახენი ესე? — ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: ეგრეცა თქუენ ვერაჲ ვის არგოთ ენათა მიერ თჳნიერ გამოთარგმანებისა. არამედ თქუას ვინმე, ვითარმედ: რაჲსათჳს მოეცა მადლი იგი ენათაჲ, უკუეთუ ყოვლად უჴმარ არს? — გარნა უწყოდენ, ვითარმედ არარაჲ უჴმრად მოეცემოდის მადლთაგან სულისათა, არამედ აწ მოციქული უდიდესობასა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელებისასა, და დაღაცათუ უმცირესობასა, არამედ არავე სრულიად უჴმარობასა —ენათა მეტყუელებისასა, რამეთუ მისდა სარგებლად მოცემულ იყვს, რომელი თჳთ იტყჳნ და თჳთვე გულისჴმა-ჰყოფნ სიტყუათა თჳსთა, ლოცვისანი თუ იყვნიან ანუ თუ სწავლისანი. ხოლო ესე უმდიდრესისა მადლისა მოქენე არნ, რაჲთა თჳთცა გულისჴმა-ჰყოფდეს და სხუათაცა გამოუთარგმანებდეს სიტყუათა თჳსთა. რამეთუ შემსგავსებულად სარწმუნოებისა სიმდიდრისა და განწმედისა თავთა თჳსთაჲსა მიიღებდეს მადლთაცა.
1 კორინთელთა მიმართ 14:9
8. თუკი საყვირი გაურკვეველ ხმას გამოსცემს, ვინ გაემზადება საომრად?9. ასევე თუ თქვენც გაურკვეველ სიტყვებს წარმოსთქვამთ ენით, როგორ გაიგებენ თქვენს ნათქვამს? ქარს ატანთ სიტყვებს.10. ასე მაგალითად, რამდენი სხვადასხვა სიტყვაა ამ ქვეყანაზე და არცერთი მათგანი არ არის უმნიშვნელო.
1 კორინთელთა მიმართ თავი 14