თარგმანი: ზემო დაწყებასა შინა სიტყჳსასა ძმად წოდებითა ერთბამად მამშჳდებელცა ექმნების, და მომაჴსენებელცა ნიჭისა მის ქრისტესისა, რომლისა განჴორციელებითა ყოველნი ერთ ძმა ვიქმნენით. ხოლო აწ ზემოსა მას ხარებასა ზედა დაჰრთავს მიღებასა, ვითარმედ: არა ხოლო სიტყჳთ გასმიეს ქადაგებაჲ აღდგომისაჲ, არამედ ნიშთა და ძალთა მიმღებელობითა დაგიმტკიცებიეს. გარნა შენ იხილე სიბრძნე პავლესი, ვითარ შერყეულთა მათ ეტყჳს, ვითარმედ: "სდგათ", რაჲთა ჩემებითა უმეცრებისაჲთა არა ურცხჳნო ყვნეს იგინი. ამისსა შემდგომად წინა-დაუდებს სარგებელსაცა დგომისასა და ეტყჳს: "რომლითაცა სცხონდებით". ესე იგი არს, ვითარმედ: ესე არს სიცოცხლე თქუენდა, რაჲთა მტკიცედ სდგეთ სარწმუნოებასა ზედა გუამთა აღდგომისასა.
1 კორინთელთა მიმართ 15:2
1. თქვენ კი გაუწყებთ, ძმანო, სახარებას, რომელიც მიიღეთ ჩემი ხარებით და რომელშიც დგახართ.2. მისითვე ცხონდებით, თუკი ისე ინახავთ სიტყვას, როგორც გახარეთ, და თუ ამაოდ არ ირწმუნეთ.3. რადგანაც თავდაპირველად გადმოგეცით ის, რაც თვითონვე მივიღე, რომ ქრისტე, წერილის მიხედვით, ჩვენი ცოდვებისათვის მოკვდა,
1 კორინთელთა მიმართ თავი 15