მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 15:4

3. რადგანაც თავდაპირველად გადმოგეცით ის, რაც თვითონვე მივიღე, რომ ქრისტე, წერილის მიხედვით, ჩვენი ცოდვებისათვის მოკვდა,4. დაკრძალულ იქნა და, წერილისავე მიხედვით, მესამე დღეს აღდგა,5. და გამოეცხადა კეფას, მერე კი - თორმეტს
1 კორინთელთა მიმართ თავი 15
4. დაკრძალულ იქნა და, წერილისავე მიხედვით, მესამე დღეს აღდგა,
თავი ჱ̂. განყოფილებისათჳს მადლთაჲსა, და მსახურებათა მათთაჲსა, და განგებათა, რომელსა შინა იტყჳს, ვითარმედ სიყუარული უზეშთაეს არს ყოველთა მადლთა; და წინაჲსწარმეტყუელებისათჳს, ვითარმედ უზეშთაეს არს ენათა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ ქრისტე მოკუდა ცოდვათა ჩუენთათჳს, ვითარცა წერილ არს, და რამეთუ დაეფლა და რამეთუ აღდგა მესამესა დღესა, ვითარცა წერილ არს (15,3-4).:

თარგმანი: არა მეყსეულად აღდგომისაგან იწყებს, არამედ ქრისტეს სიკუდილსა წინა-დასდებს და მიზეზად სიკუდილისა მისისა ჩუენთა ცოდვათა თანანადებისა გარდაჴდასა იტყჳს, რაჲთა სიკუდილითა მისითა გამომიჴსნნეს მომწყდარნი ესე ცოდვითა. ხოლო რაჲთა არა დაგიკჳრდეს, სიკუდილი რაჲ გესმას, ამისთჳს ზედა-დაჰრთავს: "ვითარცა წერილ არს", ვითარმედ არა უცხოჲ რაჲმე ქმნილ არს, არამედ წინამოსწავებული წიგნებითა წინაჲსწარმეტყუელთა და მამათმთავართაჲთა. და კუალად, ვინაჲთგან მრავალთა მწვალებელთა მიერ საოცრად შერაცხილ იქმნა სიკუდილი უფლისაჲ, ამისდა ჭეშმარიტ მყოფელად ზედა-დაჰრთავს დაფლვასა, რამეთუ დაფლვაჲ დამამტკიცებელი არს სიკუდილისაჲ. ხოლო ეძიებდე თუ, ვითარმედ: სადა წერილ არს სიკუდილი და დაფლვაჲ და აღდგომაჲ უფლისაჲ, — სახეთაცა და სიტყუათაცა მიმართ წარგავლენს მოციქული; სახეთა მიმართ უკუე - იონაჲსსა, შთანთქმითურთ ვეშაპისა მიერ და უვნებელად გამოსლვითურთ მიერ, და მაყულისა მიმართ, რომელი-იგი იწუებოდა რაჲ და არა დაიწუებოდა, წინა-მოასწავებდა, ვითარ უფალი დაიფლვოდა და არა განიხრწნებოდა; და ვითარ-იგი საჭმელი, დანიელის მიერ მიცემული, იქმნა განმხეთქელ ვეშაპისა, ეგრეთვე უფალმან...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 2023 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge

...ღდგომაში“ ().

გარდაცვლილ მართალთა ხვედრზე კი ასე წერს წმინდა წერილი: ,,ითესება ხრწნილებაში და აღდგება უხრწნელებაში, ითესება უძლურებაში და აღდგება ძლიერებაში, ითესება უპატიობაში, აღდგება დიდებაში, ითესება მშვინვიერი სხეული და აღდგება სულიერი სხეული“ ()

და მაინც, რა არის ამის საფუძველი?

იესო ქრისტეს მიწიერი მყოფობა, ჯვარცმამდეც და ჯვარცმის შემდეგ ამაღლებამდეც, ნებისმიერი დროის მორწმუნე ქრისტიანისთვის ცხოვრებისა და აზროვნების წესის განმსაზღვრელია და ,,თუ გვწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, ასევე ღმერთი მათაც (მართლებს), რომელნიც დაძინებულნი (გარდაცვლილნი) არიან, თავისთან მიიყვანს იესოს მიერ“ (1თეს. 4:14), ე.ი სასუფევლისათვის აღადგენს სხეულებრივად.

როგორც აღვნიშნეთ, ეს დღე ყველა მიცვალებულისათვის მეორედ მოსვლის შემდეგ დადგება, მაცხოვარმა კი აღდგომისთანავე უხრწნელი სულიერი სხეული შეიმოსა და გახდა პირმშო შესვენებულთა ().

წმინდა სახარება ბრძანებს რომ, იესო ქრისტე ასეთი სახით ორმოცი დღის მანძილზე ეცხადებოდა მენელსაცხებლე დედებს, თავის მოწაფეებს, გამოეცხადა ხუთასზე მეტ ადამიანსაც...

თავდაპირველად ვერც დედები და ვერც მოწაფენი ვერ ი...

სრულად ნახვა