მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 9:10

9. რადგანაც მოსეს რჯულში სწერია: „ნუ აუკრავ პირს მლეწავ ხარს“. ნუთუ ხარების დარდი აქვს ღმერთს?10. თუ სწორედ ჩვენზე ამბობს ამას? რადგანაც მხვნელი იმედით უნდა ხნავდეს და ლეწვისას მლეწავსაც უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ თავის წილს მიიღებს.11. ხოლო თუ ჩვენ სულიერი სიკეთე დავთესეთ თქვენთვის, განა დიდი ამბავი იქნება, რომ ხორციელი სიკეთე მოვიმკათ თქვენგან?
1 კორინთელთა მიმართ თავი 9
10. თუ სწორედ ჩვენზე ამბობს ამას? რადგანაც მხვნელი იმედით უნდა ხნავდეს და ლეწვისას მლეწავსაც უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ თავის წილს მიიღებს.
თავი ე̂. განყოფილებისათჳს ჭამადთაჲსა და განშორებისათჳს საეშმაკოთა სამსახურებელთაჲსა; რომელსა შინა იტყჳს მისისა მის მიმოსლვისა და ქადაგებისათჳს და ყოველთა მიმართ მრავალშეთხზულისა მის ერთობისა თჳსისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ნუუკუე პართაჲ რაჲმე ეურვებოდაა ღმერთსა? არამედ ჩუენთჳს სადმე იტყჳს, რამეთუ ჩუენთჳს დაიწერა (9,10).:

თარგმანი: ზრუნავს ღმერთი ჴართათჳს, არამედ არა ეგოდენ, რაოდენ კაცთათჳს; არცა კუალად პირუტყუთათჳს ოდენ ჰყოფდა მაღალსა მას შჯულის-დებასა თჳსსა, არამედ მათთჳს ბრძანებულსა მას ჩუენ სახედ მოგუცემდა, რაჲთა არა უნაწილო ვჰყოფდეთ მუშაკსა ნამუშაკევისაგან თჳსისა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის