მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ე̂. განყოფილებისათჳს ჭამადთაჲსა და განშორებისათჳს საეშმაკოთა სამსახურებელთაჲსა; რომელსა შინა იტყჳს მისისა მის მიმოსლვისა და ქადაგებისათჳს და ყოველთა მიმართ მრავალშეთხზულისა მის ერთობისა თჳსისათჳს

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: ხოლო კერპთა ნაზორევთა მათთჳს ვიცით, რამეთუ ყოველთა მეცნიერებაჲ გუაქუს (8,1).

თარგმანი: ესე იყო მიზეზ ნაზორევთათჳს მხილებისა, რამეთუ იყვნეს ვინმე კორინთელთაგანნი მეცნიერნი, ვითარმედ არა პირით შემავალი შეაგინებს კაცსა, და ვითარმედ არარა არიან კერპნი, თჳნიერ ძელ და ქვა; ამისთჳსცა დაუყენებელად შევიდოდეს ბილწთა მათ ტაძართა საკერპოთა და ურიდად ჭამდეს მათ შინა დაგებულსა მას ტაბლებსა და გემოსა-იხილვიდეს ნაზორევისასა, რომელი-ესე თჳთ მათცა სავნებელ ექმნებოდა, განსრულებულთა მეცნიერებითა, რამეთუ ეზიარებოდეს ტაბლებსა ეშმაკთასა, და კუალად, უსრულთა მათცა ავნებდეს-ვე, რომელნი არა გამოიკითხვიდეს ამას, თუ ვითარითა გულისჴმის-ყოფითა ჰყოფენ ამას სრულნი იგი, არამედ ხილულსა მას ოდენ საქმესა ხედვიდეს, და მიზეზ-იდგმიდეს მას ზორვისა კერპთაჲსა, ვითარ თუმცა სრულნიცა იგი პატივისათჳს კერპთაჲსა ეზიარებოდეს ტაბლათა მათ საკერპოთა. ამისთჳსცა აწ მოციქულმან, ვინაჲთგან უწყოდა მეცნიერებასა ზედა აღზუავებულებაჲ სრულთაჲ მათ, ამისთჳს ყოველთა საზოგადოდ ქონებასა მეცნიერებისასა დასაქენჯნელ ჰყოფს მათდა.

მოციქულისაჲ: მეცნიერებაჲ განალაღებს, ხოლო სიყუარული აღაშენებს (8,1).

თარგმანი: ესე იყო მეცნიერებისა მათისა სილაღე, რამეთუ სრულსა ცნობასა ღმრთისასა მიწევნულად შეერაცხნეს თავნი მათნი, რომლისა მიერ არად შეჰრაცხდეს ჭამასა ნაკერპავთასა. ამისთჳს უჩუენებს, ვითარმედ ესევითარი მეცნიერებაჲ, თჳნიერ სიყუარულისა, არა ხოლო ურგებ, არამედ მავნებელცა არს, რამეთუ აღაზუავებს, და აღზუავებაჲ დაჰჴსნის ერთობასა; ხოლო სიყუარული, წინაუკუმო, შემკრველ და შემანაწევრებელ არს განყოფილთა მათ ასოთა ბუნებისათა.

მოციქულისაჲ: უკუეთუ ვისმე ჰგონიეს, ვითარმედ იცის რაჲმე, არღა სადა უცნობიეს, ვითარ-იგი ჯერ-არს ცნობაჲ (8,2).

თარგმანი: კუალად ამითცა დაამდაბლებს ცნობასა მათსა, ვითარმედ სოფლითი მეცნიერებაჲ არა ხოლო საზოგადო და აღმაზუავებელ არს თჳნიერ სიყუარულისა, არამედ არცაღათუ სრულ არს, ვითარ-იგი ჰგონებს, და ვითარ-იგი ჯერ-არს სრულებაჲ. ვინაჲცა თქუენ ჯერეთ არღა გიცნობიეს აღზუავებულ ხართ, და ამას უმეცარ ხართ, ვითარმედ არა ხოლო წინამდებარა ამის საძიებელისათჳს, არამედ არცა სხჳსა რაჲსათჳსმე იპოების აქა სრული მეცნიერებაჲ, რომელი-იგი მერმისა მის საუკუნოჲსა დამარხულ არს.

მოციქულისაჲ: ხოლო რომელსა უყუარს ღმერთი, იგი ცნობილ არს მის მიერ (8,3).

თარგმანი: უჩუენებს, ვითარმედ სიყუარულისა მიერ ღმრთისა მოგუენიჭების უსრულესი მეცნიერებაჲ, ხოლო რაჟამს შევიყუაროთ ღმერთი, არა ჩუენ შეუძლებთ ცნობად მისსა, რომელი-იგი მიუწდომელ არს, არამედ ცნობილ ვიქმნებით მის მიერ, რამეთუ ამით სიტყჳთა დაამდაბლებს მოციქული ყოველთა მეცნიერებასა ზედა აღზუავებულთა, ვითარმედ იგი ოდენ არს ჭეშმარიტი მეცნიერებაჲ, რომელი ღმერთმან გამოგჳცხადოს ჩუენ, მოყუარეთა მისთა, და რაოდენი გამოცხადებად ჯერ-იყოს რომელი-ესე მან მხოლომან უწყის.

მოციქულისაჲ: ხოლო ჭამისათჳს ნაკერპავთაჲსა უწყით, რამეთუ არავინ არს კერპ სოფელსა შინა (8,4).

თარგმანი: ესე სიტყუაჲ მეცნიერებასა ზედა აღზუავებულთა მათ მიმართ არს, ვითარმედ: ამას ზედა ნუ ჰზუაობთ, რომელი-ესე ყოველთა გულისჴმა-გჳყოფიეს, ვითარმედ არარა არიან კერპნი ესე, სოფლიოთა მიერ აღმართებულნი რამეთუ "არავინ არსი" არარაობისა ნაცვალად დადვა, ხოლო "სოფელსა შინა" — ნაცვალად სოფლიოთა მიერ აღმართებულისა. და ესე ყო წესითა გარეშეთა ბრძენთა მეტყუელებისაჲთა, რაჲთა აჩუენოს, ვითარმედ უჴმდა-ვე-ღა, თუმცა არა უღონო არს იგი ფილოსოფოსთა მეტყუელებისაგან.

მოციქულისაჲ: და ვითარმედ არავინ არს ღმერთი სხუაჲ, გარნა მხოლოჲ იგი ერთი ღმერთი (8,4).

თარგმანი: ესე მათდა მიმართ არს, რომელნი ჰგონებდეს თუ ძალი რაჲმე აქუს ღმრთად სახელდებულთა მათ კერპთა; რაჲთა უწყოდინ, ვითარმედ არავინ არს ღმერთ სხუა, თჳნიერ ერთი მხოლოჲ ღმერთი. ხოლო სიტყუანი ესე ესრეთ უსაკუთრეს არიან, ვითარმედ: არავინ არს ღმერთ სხუა, თჳნიერ ერთი.

მოციქულისაჲ: რამეთუ დაღაცათუ არიან რაჲმე სახელდებულ ღმერთნი, გინათუ ცათა შინა, გინათუ ქუეყანასა ზედა (8,5).

თარგმანი: ვინაჲთგან თქუა, ვითარმედ — "არავინ არს ღმერთ", და წარმართნი ჰგონებდენ ღმრთად ღმერთთა მათთა, აწ უჩუენებს, ვითარმედ, რასაცა მათ სახელ-სდვან ღმრთად, ყოველივე ცუდ არს, გინათუ ცათა შინა, რომელ არიან მზე და მთოვარე და ვარსკულავნი, ანუ თუ ქუეყანასა ზედა, რომელ არიან ეშმაკნი და კერპები კაცთაჲ, გინათუ იროელად სახელდებულნი იგი მათგან, იგინიცა ეშმაკთა ხატნი.

კჳრილესი: დაწყებისაგან მეხუთისა თავისა ივლიანესთჳს აღწერილისა, ცათა შინაცა რათმე უწოდიან ღმერთ (ვითარ-იგი არიან მადლით განღმრთობილნი ანგელოზნი — მთავრობანი და ჴელმწიფებანი და საყდარნი), და ეგრეთვე ქუეყანასა ზედა კაცთა, მადლით განღმრთობილთა.

მოციქულისაჲ: ვითარცა არიან ღმერთნი მრავალ და უფალნი მრავალ (8,5).

თარგმანი: ესე არიან წარმართთა მრავალღმრთეებისა მრავალმთავრობანი.

მოციქულისა: არამედ ჩუენდა ერთ არს ღმერთი მამაჲ, რომლისაგან არს ყოველი, და ჩუენ — მისსა მიმართ (8,6).

თარგმანი: ვითარცა მიზეზსა არსთა არსებისასა მამასა იტყჳს, რომლისაგან არს ყოველი, "რომლისაგანობითა" უკუე "ყოვლისაჲთა" — დამბადებელობისა ძალი იქადაგების (რამეთუ მის მიერ დაბადებულ ვართ ყოველნი და არაარსისაგან არსად მოყვანებულ), ხოლო ჩუენითა "მისსა მიმართობითა" — ესე, ვითარმედ: სარწმუნოებითა მისსა მიმართ ვდგათ და ვცხონდებით; რამეთუ ორივე ესე ზოგად სწორ არს ჩუენ ზედა — მის მიერ შექმნულობაჲ და მისსა მიმართ ქონებაჲ სარწმუნოებისაჲ. ვინაჲთგან ყოფასა თანა კეთილ ყოფაჲ ესე არს, რაჲთა მორწმუნე მისსა ვიყვნეთ.

მოციქულისაჲ: და ერთ არს უფალი იესუ ქრისტე, რომლისა მიერ ყოველი, და ჩუენ მის მიერ (8,6).

თარგმანი: ვინაჲთგან თქუა, ვითარმედ: "ერთ არს ღმერთი მამაჲ და ერთ უფალი იესუ ქრისტე", — ნუ ჰგონებ, ვითარმედ განუკუთნებიეს მამისადა ღმრთეებაჲ და ძისადა — უფლებაჲ, რამეთუ მრავალსა ადგილსა წმიდათა წერილთა მიერ მამასა უფალ ეწოდების (ვითარ-იგი. "ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა" ()), და ძესა — ღმერთ (ვითარ-იგი: "ამისთჳს გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან" ()); და კუალად, თჳთ ესევე მოციქული უწოდს ძესა ღმრთად: "რომელთაგან ქრისტე ჴორციელად, რომელ-იგი არს ღმერთი ყოველთა ზედა კურთხეულ" (). ხოლო იტყოდის თუ ვინმე, ვითარმედ: მამასა მარტოდ შეეტყუების ღმრთეებაჲ, ვინაჲთგან უთქუამს — "ერთ არს ღმერთი მამაჲ", ნუუკუე ძესა სადმე მხოლოდ შეეტყუებოდის უფლებაჲ თქუმულითა ამით: "ერთ არს უფალი იესუ ქრისტე"!

არამედ არა ესრეთ არს, რამეთუ წინა-აღსადგომლად წარმართთა მრავალღმრთეებისა და მრავალ-უფლებისა თქუა მოციქულმან ერთღმრთეებაჲ და ერთ-უფლებაჲ.

ხოლო მრავალნი ეძიებენ, თუ რაჲსათჳს არა მოიჴსენა სული წმიდაჲ. ვიტყჳთ უკუე, ვითარმედ, ვინაჲთგან წარმართთა მრავალღმრთეებისა სამხილებელ იყო სიტყუაჲ მისი, ამისთჳს შეეშინა მოჴსენებაჲ სულისაჲ, განმრავლებისათჳს ღმერთთა და უფალთაჲსა; ნუსადა მათ ჩუენ შორისცა ჰგონონ ყოფა მრავალღმრთეებისაჲ. ამისთჳსცა ესრეთ უცთომელად მოიჴსენა მამისათჳს და ძისა, რამეთუ მამისათჳს თქუა ერთღმრთეებაჲ, რაჲთა არა ორთა ღმერთთა ჰგონებდენ, ხოლო ძისათჳს — ერთ-უფლებაჲ, რაჲთა არცა ორთა უფალთა ჰგონებდენ. რამეთუ, ეთქუა თუმცა "ღმერთი" და "ღმერთი", — მრავალღმრთეებასა; და ეთქუა თუმცა "უფალი" და "უფალი", მრავალ-უფლებასა აგონებდეს. ვინაჲცა აწ მიზეზი მამცისა ღმრთად და ძისა უფლად თქუმისაჲ ესე იყო, რამეთუ ჩუენ მიერ ერთღმრთეებაჲ იქადაგების, რომელი-ესე ესრეთ ექა[დაგა მოციქულსა. არამედ უკუეთუმცა აწ ორთა]თჳსვე ეთქუა ღმრთეებაჲცა და ბაჲცა, მამისათჳს და ძისა, კუალად თჳთვე წინააღმდგომ თჳსისა ქადაგებისა იპოებოდა წარმართთა მიმართ, და საგონებელ იქმნებოდა მათგან შემომყვანებელად მრავალღმრთეებისა და მრავალ-უფლებისა. ამის ღმრთად თქუა მამაჲ, ხოლო უფლად — ძე, ჩჩოებასა წარმართთასა თანაშთამომავალ იქმნებოდა. ხოლო ესე ლად ცხად არს წმიდათა წერილთა შინა, ვითარმედ ზოგადად და სწორებით იჴუმევიან სახელნი ესე ღმრთეებისა და უფლებისაჲ მამისათჳს და ძისა და სულისა წმიდისა. ამისთჳსცა, ვინაჲთგან ესე არს მიზეზი სიტყუათაჲ ამათ, გულისჴმა-ყავ განმარტებაჲცა. რამეთუ ერთ არს უფალი იესუ ქრისტე, რომლისა მიერ შეიქმნნეს ყოველნი საუკუნენი, და ჩუენ მის მიერ არა ხოლო ერთგზის, არამედ მეორედ დავიბადენით, რაჟამს პირველი იგი ქმნულებაჲ თჳსი განაახლა ჩუენ შორის, გამოჴსნითა სიკუდილისაგან და ხრწნილებისა.

მოციქულისაჲ: არამედ არა ყოველთა თანა არს მეცნიერებაჲ (8,7).

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ არა ყოველთა იციან, ვითარმედ ერთ არს ღმერთი და ერთ უფალი, და არა მრავალ. არცაღა ამას მეცნიერ არიან ყოველნი, ვითარმედ კერპნი წარმართთანი არარა არიან.

მოციქულისაჲ: ხოლო რომელნიმე იჭჳთ ვიდრე აქამომდე კერპთასა მას, ვითარცა ნაკერპავსა ჭამენ, და გონებაჲ იგი მათი უძლური შეიგინების (8,7).

თარგმანი: უსახელოდ ამხილებს და არა გამოაცხადებს მათ, რაჲთა არა ურცხჳნოებასა შთაყარნეს. ხოლო ესე იგი იყვნეს, რომელნი ბაძვითა მათითა, რომელნი-იგი შეურაცხყოფით ჭამდეს საკერპოთა ტაბლათა, იგინი ვითარცა ნაზორევსა ჭამდეს, და ამით შეიგინებოდეს უძლურებითა გონებათა მათთა დაუმტკიცებლობისაჲთა. ხოლო ვიდრე მოაქამ ამას ამხილებს, ვითარმედ შემდგომად მოსლვისა და ესოდენთა მადლთა ღირს-ქმნისა ესევითარი დაუმტკიცებელობაჲ გონებისაჲ, რამეთუ თჳთ შეგინებისა მიზეზ უძლურებაჲ არს რომელსა ვერ უეჭუელად ურწმუნებიეს, ვითარმედ არცა არიან კერპნი, არცა რა — ტაბლები მათი.

მოციქულისაჲ: ხოლო საჭმელმან ჩუენ არა გუადგინნეს ღმრთისა (8,8).

თარგმანი: ესე მათდა მიმართ არს, რომელნი-იგი რეცა უსრულესობითა გონებათაჲ არა ერიდებოდეს ჭამად ნაკერპავსა, ვითარცა არარაჲსა ვნებად შემძლებელსა, და რეცა თუ იტყოდეს, ვითარმედ: "ვინაჲთგან მე წმიდითა გონებითა ვჭამ, რად მეურვების, დაბრკოლდებოდის თუ ვინმე უძლური იგი?" ამას ამხილებს მოციქული, ვითარმედ: დაღაცათუმცა არცა ერთსა ვის ევნებოდა ჭამითა მით შენგან ნაზორევისაჲთა, თჳთ მებრ საქმე იგი არარას ეგოდენ დიდ და ქებულ არს, რაჲთამცა რასმე შემწე-გეყო შეყვანებად სასუფეველსა; რამეთუ, რაჲ არს ჭამაჲ ანუ არა ჭამაჲ!

მოციქულისაჲ: რამეთუ, დაღათუ ვჭამოთ, არაჲ გუემატოს, და არა თუ ვჭამოთ, არაჲ დაგუაკლდეს (8,8).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ჭამითა მით ნაზორევისაჲთა არარაჲ საქებელთა და ღმრთისა სათნო-ყოფათაგანი შეგუემატების, და არა-ჭამითა არცა ერთი რაჲ მათგანი დაგუაკლდების; რამეთუ იგინი, რომელნი შეურაცხებით ჭამდეს ნაკერპავსა, ვითარცა დიდი რაჲმე ღმრთისმსახურებაჲ შეერაცხა მათ საქმე იგი.

მოციქულისაჲ: ხოლო ეკრძალენით, ნუუკუე ჴელმწიფებაჲ ეგე თქუენი დაბრკოლება ექმნეს უძლურთა მათ (8,9).

თარგმანი: არა ეტყჳს, ვითარმედ მეცნიერებაჲ ანუ სრულებაჲ, არამედ ჴელმწიფებაჲ, რომელი-იგი სასწაული არს ზუაობისა და სილაღისაჲ, არცაღა თუ უძლურისა მის დაბრკოლებასა ჰრიდებდეს, რომლისა-იგი თანამდებ იყვნეს ჴელისა მიცემად და განმტკიცებად.

მოციქულისაჲ: რამეთუ უკუეთუ ვინმე გიხილოს შენ, რომელსა გაქუს მეცნიერებაჲ, საკერპოსა შინა ინაჴით მჯდომარე, არა-მე-ა გონებაჲ იგი უძლურისაჲ მის აღეშენოს ნაკერპავისა მის ჭამად? (8,10).

თარგმანი: მეცნიერ უწოდა მას, არათუ რამეთუ იყო, არამედ რამეთუ ჰგონებდა მეცნიერ-ყოფასა თავისა თჳსისასა, რომელი-იგი შეურაცხ-ყოფით დაჯდებოდა ტაბლასა კერპთასა, და ვითარცა არარათასა, ეგრეთ ჭამდა ნაგებსა მათსა. და ამას მეცნიერ იყო, ვითარმედ კერპნი არ ღმერთ არიან, ხოლო ამას არღარა სცნობდა, ნუუკუე სხუაჲ ვინმე აღებაძვოს მას საკერპოთა შესლვითა და არღარა შეურაცხები შევიდოდის მისებრ, არამედ რეცა ჰგონებდეს თუ ძალი რაჲმე აქუს კერპთა, და ეგრეთ ჭამდეს ნაზორევსა მათსა.

მოციქულისაჲ: და წარწყმდე ძმაჲ იგი უძლური შენითა მით მეცნიერებითა, რომლისათჳს ქრისტე მოკუდა (8,11).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ქრისტემან სიკუდილიცა არა უღირს-იჩინა, ამისთჳს, რომლისათჳს შენ საჭმელთაცა განყენებასა არა თავს-იდებ და წარსწყმედ, არა უცხოსა ვისმე, არამედ სა, არა ძლიერსა, არამედ უძლურსა, შენითა მით მეცნიერად საგონებლობითა, რომელნი-ესე უმეტეს დასაშჯელ გექმნებიან.

მოციქულისაჲ: ესრეთ რაჲ სცოდვიდეთ ძმათა მიმართ, და ჰგუემდეთ გონებასა მათსა უძლურსა, ქრისტეს მიმართ სცოდავთ (8,12).

თარგმანი: ესე არს ცოდვაჲ ძმისა მიმართ უძლურისა, რაჟამს არა ხოლო დავაბრკოლებდეთ, არამედ ვჰგუემდეთ-ცა, ესე იგი არს ვსცემდეთ გონებათა მათთა, არა მრთელთა, არამედ სნეულთა, რომელი-ესე არა ლიტონად ცოდვად, არამედ ქრისტეს მიმართ ცოდვად შეგუერაცხების; პირველად ამისთჳს, რამეთუ სა თჳსად განიკუთნავს მეუფე იგი ყოველთაჲ; და კუალად, რამეთუ ასო თავისა მის ჩუენ ყოველთაჲსა ქრისტესსა არს ცემული იგი; და კუალად, რამეთუ რომელი-იგი მან თჳსითა ვნებითა აღაშენა, შენ საჭმელთათჳს დაარღუევ.

მოციქულისაჲ: ამისთჳსცა, უკუეთუ საჭმელი დააბრკოლებდეს ძმასა ჩემსა, არა ვჭამო ჴორცი უკუნისამდე, რაჲთა არა ძმაჲ ჩემი დავაბრკოლო (8,13).

თარგმანი: ესე ჩუეულებაჲ არს რჩეულისა მოძღურისაჲ, რაჲთა სახედ მათდა მიცემითა თავისა თჳსისაჲთა განსწავლიდეს მოწაფეთა მათ, რომლისათჳს ეტყჳს მოციქული, ვითარმედ: თქუენ სადმე არცაღა ნაკერპავისა ჭამასა ერიდებით დაბრკოლებისათჳს ძმათა უძლურთაჲსა, ხოლო მე არღა ვიტყჳ ნაზორევისა მიერ შეგინებულსა, არამედ არცაღა სხუასამცა შევეხე ლიტონსა ჴორცსა არა-დაბრკოლებისათჳს ძმისა; და ესემცა ვყავ არა ერთ დღე. არამედ საუკუნოდ.

მოციქულისაჲ არა ვარა მოციქულ? არა ვარა აზნაურ? (9,1).

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო თქუა, ვითარმედ: არა ვჭამო ჴორცი უკუნისამდე", რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ: ცუდი სიტყჳს ჯერი არს ესე, და ვერ საქმარი საქმით, — ამისთჳს სახესა გულსავსე მყოფელსა შემოართუამს, თუ ვითარ ბრძანებულთა საქმეთაგან განეყენა, რაჲთა არა დააბრკოლნეს ვიეთნიმე. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: რად ვიტყჳ ნაკერპავთათჳს, არამედ რომელი-იგი თავადსა ქრისტეს განეწესა — ქადაგთა სახარებისათა ზრდაჲ მოწაფეთა მათთაგან — მე მისგანცა განვეყენე და აღვირჩიე განხრწნაჲ სმილითა, ვიდრეღა მოღებად რასმე თქუენგან. არა ამისთჳს, რამეთუ დრკოლდებოდეთ მოცემითა რასამე ჩემდა, არამედ რაჲთა უმეტეს აღგაშენნე თქუენ, მიხილოთ რაჲ წარუგებელად თქუენგან; ამისთჲსცა საქმითა ჴელთა ჩემთაჲთა ვიზარდებოდე. ესე არს მიზეზი სიტყუათაჲ ამათ, რომლისათჳს რაჲთა არავინ ჰრქუას, ვითარმედ: "ნუუკუე არა ჯერ-იყო შენდა მიღებაჲ; მით არარას მიიღებ" — ამისთჳს ეტყჳს: რად არა ჯერ-არს? ანუ სხუანი მოციქულნი არა სახარებისაგან იზარდებიანა? ანუ მე არა ვარა მოციქულ ვითარცა-იგი სხუანი? არა ვარა აზნაურ? — ესე იგი არს, ვითარმედ: ნუუკუე და სხჳსა ჴელმწიფებასა ქუეშე ვარ და იგი არა მიტევებსა?

მოციქულისაჲ: ანუ არა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე თუალითა ვიხილეა? (9,1).

თარგმანი: რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ: სხუათა მათ მოციქულთა თუალითა ეხილვა უფალი და ამას არა, —ამისთჳს აქაცა და კუალად სხუასა ადგილსა იტყჳს "უკუანაჲსკნელ ყოველთა, ვითარცა ნარჩევსა, მეჩუენა მე". ესე იგი არს ხილვაჲ გზისაჲ, რომელმან დაუბრმნა მას თუალნი.

მოციქულისაჲ: ანუ არა ნამუშაკევნი ჩემნი თქუენ ხართა უფლისა მიერ? სხუათაღა თუ , არამედ თქუენდა ხოლო , რამეთუ ბეჭედნი ჩემისა მოციქულებისანი თქუენ ხართ უფლისა მიერ (9,1-2).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: დაუტეო თქუმად იერუსალემით გარე-აჲ ვიდრე ილჳრიკემდე, რამეთუ დაღათუ ამათდა არა ვარ, თქუენდა სადმე უეჭუელად ვარ მოციქულ, ვინაჲთგან ნამუშაკევი ჩემი თქუენ შრომანი და ღუაწლნი, ნიშები და სასწაულები კმა არს საცნაურ-მყოფელად, რაჲთა დაჰბეჭდოს, ვითარცა საბეჭდავითა ცჳლსა, თქუენ ზედა, ვითარებაჲ ქცევისა და ქადაგებისა ჩემისაჲ, რომლისათჳს არარაჲ ოდეს მომიღებიეს თქუენგან მადლითა უფლისაჲთა, რომელმან განმაძლიერა მე.

მოციქულისაჲ: ჩემი სიტყჳს-გებაჲ ჩემთა მათ განმკითხველთაჲ ესე არს (9,3).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ უკუეთუ ვინმე მკითხვიდეს, თუ ვინაჲ საცნაურ არს შენ შორის მადლი მოციქულებისა, ნიშებისა და სასწაულთაჲ, და ვითარმედ უსასყიდლოდ გიქადაგებიეს სახარებაჲ, — ამის ყოვლისათჳს თქუენ მიგიპყრობ, ვითარცა საბეჭდავისა მიერ ცჳლსა ზედა დაბეჭდულთა, მაუწყებელთა მისისა ვითარებისათა.

მოციქულისაჲ: არა ნუ გუაქუსა ჴელმწიფებაჲ ჭამად და სუმად? (9,4).

თარგმანი: ესე იგი არს, რამეთუ ქრისტესა მოეცა ჴელმწიფებაჲ მოციქულთადა მოწაფეთაგან ჴუმევად საჭმლისა და სასუმლისა.

მოციქულისაჲ: არა ნუ გუაქუსა ჴელმწიფებაჲ დათა მათ დედათა მიმოყვანებად? (9,5).

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: ანუ არა გუაქუსა ჴელმწიფებაჲ დისა დედაკაცისა მიმოყვანებად? რამეთუ დედანი ვინმე მორწმუნეთაგანნი იგი დად მოციქულთა შერაცხილ იყვნეს სარწმუნოებითა, ვინაჲთგან თანა-უვიდოდეს მათ და ჴელსა აღუპყრობდეს, ვითარცა ღონიერნი, მორეწითა მათდა საჭიროჲსა საჴმრისაჲთა, რაჲთა მოცალე-ყვნენ იგინი და უზრუნველ ქადაგებასა მას შინა სახარებისასა.

მოციქულისაჲ: ვითარცა სხუათა მათ მოციქულთა და ძმათა უფლისათა და კეფას (9,5).

თარგმანი: ძმად უფლისად საგონებელთა მათ იტყჳს, ვითარ-იგი სახელ-ედებოდა ოდენ, არათუ იყვნეს-ცა, ძედ იოსებისსა საგონებელობითა უფლისაჲთა, რამეთუ იოსებისდა მითხოილ იყო წმიდაჲ ქალწული, ხოლო ძე იოსებისსა იყვნეს: იაკობ პირველი ეპისკოპოსი იერუსალემისაჲ, იოსებ მოსახელე მამისაჲ, სიმონ და იუდა. ესრეთ უკუე დასასრულსა იტყჳს, ვითარმედ: რაჲსაღა ვიტყჳ სხუათა მოციქულთა! თჳთ პეტრეცა მაქუს მოქმედობითა ამისითა სახედ, უკუეთუმცა ვჰყოფდი.

მოციქულისაჲ: ანუ მე ხოლო და ბარნაბას არა გუაქუს ფლობაჲ საქმედ? (9,6).

თარგმანი: ვინაჲთგან უწყოდა ბარნაბაჲსი მობაძავ მისსა ყოფაჲ ამის სათნოებისათჳს, ამისთჳს არა დაჰფარავს კეთილთა მისთა.

მოციქულისაჲ: ვინ-მე სადა საგრობნ თჳსითა საგზლითა? (9,7).

თარგმანი: კეთილად ჰყოფს სახეთა ამათ შინა უწინარეს შემოღებასა სტრატიოტისასა, რომელ არს მჴედართაგანი მოგზაური. რამეთუ უპირატეს უკუე ესე შეეტყუების მოციქულთა, რაჲთა იწოდებოდიან მჴედარ აღჭურვილ ყოველთა მიმართ ბოროტთა ბრძოლად და და კუეთებად მათდა.

მოციქულისაჲ: ვინ დაასხის ვენაჴი და ნაყოფისა მისგან არა ჭამის? (9,7).

თარგმანი: ვენაჴისა მოჴსენებითა მუშაკობისა მოციქულთაჲსა ჭირთა ცხად-ჰყოფს, ვითარ მოქმედ იქმნნეს ქუეყანასა ზედა უქმსა და ფრიადითა შრომითა ყვეს იგი გამომღებელ ნაყოფთა ტკბილთა.

მოციქულისაჲ: ანუ ვინ მწყსინ სამწყსოსა და სძისა მისგან სამწყსოთაჲსა არა ჭამის? (9,7).

თარგმანი: მწყემსობითა ცხად-ჰყოფს დღე და ღამე დაუცადებელობასა სწავლისასა, და ზოგად ყოველთა ამათ სახეთა მიერ დაამტკიცებს, ვითარმედ სათნო და ბრძანებულ არს უფლისა მიერ, რაჲთა მწყემსნი სამწყსოთაგან იზარდებოდინ, არამედ მე ამასცა განვეყენე, რაჲთა უმეტეს აღგაშენნე თქუენ, რომელნი-ეგე არცაღა თუ ნაკერპავთა განეყენებით დაბრკოლებისათჳს ძმათაჲსა.

მოციქულისაჲ: ანუ კაცობრივ-მე ნუ ვიტყჳა ამას, ანუ არა შჯულიცა ამასვე იტყჳსა? რამეთუ შჯულსა მოსესსა წერილ არს: "არა შეუკრა პირი ჴარსა მლეწველსა" (9,8-9).

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო ჴორციელნი სახენი წარმოთქუნა, აწ დაჰრთავს, ვითარმედ ნუ ჰგონებთ თუმცა კაცობრივ ოდენ და არა წმიდათა წერილთა მიერ წამებითა დაგიმტკიცე თქუენ თანამდებობაჲ მოციქულთა თქუენთა გამოზრდისაჲ; რამეთუ აჰა საწამებელი სიტყუაჲ მეორისა შჯულისა წიგნისაგან.

მოციქულისაჲ: ნუუკუე პართაჲ რაჲმე ეურვებოდაა ღმერთსა? არამედ ჩუენთჳს სადმე იტყჳს, რამეთუ ჩუენთჳს დაიწერა (9,10).

თარგმანი: ზრუნავს ღმერთი ჴართათჳს, არამედ არა ეგოდენ, რაოდენ კაცთათჳს; არცა კუალად პირუტყუთათჳს ოდენ ჰყოფდა მაღალსა მას შჯულის-დებასა თჳსსა, არამედ მათთჳს ბრძანებულსა მას ჩუენ სახედ მოგუცემდა, რაჲთა არა უნაწილო ვჰყოფდეთ მუშაკსა ნამუშაკევისაგან თჳსისა.

მოციქულისაჲ: რამეთუ სასოებით ჴნვაჲ მჴნველსა მას, და ლეწავნ, სასოებითა მით, — შეკრებაჲ სასოებით (9,10).

თარგმანი: უსაკუთრესად ესრეთ სთქუა: რამეთუ სასოებით თანა-აც მჴნველსა ჴნვაჲ, და მლეწველსა - ებისა მისისა მოსთულებაჲ სოებით. ესე იგი არს, რამეთუ დაღაცათუ ორნივე ესვენ, არამედ მჴნველი უფროჲსისა სასოებისა მოქენე არს ნებად, ხოლო მლეწველსა სასოებაჲ იგი მჴნველისაჲ ჴელთა აქუს. ეგრეთვე მოძღუართა თანა-აც, რაჲთა ნამუშაკევთაგან თჳსთა გამოიზარდნენ, რომელ არიან მოწაფენი მათნი. ხოლო რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ: "ესე ოდენ არსა სასყიდელი მოციქულთა შრომისაჲ, რაჲთა თჳსთა მოწაფეთაგან იზარდებოდინ?" — ამისთჳს ზედა-დაჰრთო დასასრულისაჲ იგი მესამე "სასოებითი", რაჲთა შენ ორნი იგი სასოებანი პირველნი - ჴნვისა და ლეწვისაჲ — აქად გულისჴმა-ჰყვნე, ხოლო მესამე იგი — მერმისა საუკუნოჲსად, ვითარმედ, დაღაცათუ სასოებითა ნაყოფიერებისაჲთა იწყეს მოციქულთა ჴნვად უქმსა ქუეყანასა წარმართთასა, და მიეცემის ნამუშაკევთა მათთა ლეწვისაგან საზრდელი რაჲმე ჴორციელი. არამედ სრულიადი სასოებაჲ მათი საუკუნოჲსა მოსაგებელისათჳს არს, და მუნ მიიღებენ სრულებასა სასყიდელთასა. ხოლო პირველ მერმისა მის მოსაგებელისა აქაცა მცირედი რაჲმე ბრძანებულ არს მათდა მიცემაჲ საზრდელისაჲ.

მოციქულისაჲ: უკუეთუ ჩუენ სულიერი დავსთესეთ თქუენ შორის, დიდ-მე რაჲ არსა, თქუენგან თუ ჴორციელი მოვიმკოთ ჩუენ? (9,11).

თარგმანი: სულიერად სარწმუნოებასა უწოდს, ხოლო ჴორციელად - საზრდელსა ჴორცთასა, რომელი ყოვლად ვერ შეესწორების მისაგებელად სულიერისა მის წილ.

მოციქულისაჲ: უკუეთუ სხუანი ჴელმწიფებისაგან თქუენისა მიიღებენ არა უფროჲსღა ჩუენ (9,12).

თარგმანი: საცნაურ ჰყოფს, ვინმე მაცთურნი მპყრობელ მათდა, რომელნი არა ხოლო ჭამდეს მათგან, არამედ ეუფლებოდეს-ცა მათ.

მოციქულისაჲ: არამედ არა ვინებეთ ჴელმწიფებაჲ ესე, რამეთუ ყოველსავე დავითმენთ, რაჲთა არა დაბრკოლება რაჲმე ვსცეთ სახარებასა მას ქრისტესსა (9,12).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ იგინი ფლობენ თქუენ ზედა, რომელთა არარაჲ სიტყუაჲ აქუს თქუენ თანა, არა-მე უფროჲს მიჴმდაა ესე ქადაგსა და მოციქულსა თქუენსა? არამედ არა ვინებე ჴუმევაჲ ჴელმწიფებისაჲ ამის, რომელი მოცემულ იყო ჩემდა ბრძანებითა მოსეს და ქრისტეს მიერითა, რომელსა ჰყოფენ არა ხოლო სხუანი მოციქულნი, არამედ თჳთ თავიცა მოციქულთაჲ, არამედ მე არავე ვინებე თქუენგან მოღებად რაჲმე, რაჲთა არა დაბრკოლება ვსცე სახარებასა ამას. და უკუეთუ მე შჯულიერისა საქმისაგან დავეყენე, რაჲთა უმეტეს აღგაშენნე თქუენ, თქუენ ვითარ არა განეყენებით ნაზორევსა კერპთასა, რომელი-იგი სხუათაგანცა უშჯულოებად შერაცხილ არს. და კუალად, აწცა ვიეთნიმე უძლურნი დაჰბრკოლდებიან. ამას თანა თქუენ კერპთა ნაზორევისაგან განყენებითა არცა ერთი რაჲ ჭირი გიჴმს თავს-დებად. ხოლო ჩემდა ფრიადი ჭირი დასათმენელ არს, რაჟამს არარას მოვიღებდე თქუენგან, შიმშილი და წყურილი და შიშულოებაჲ, არამედ ყოველსავე თავს-ვიდებ, რაჲთა, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, რაჲთა არა განკუეთა რაჲმე ვსცე სახარებასა ქრისტესსა.

მოციქულისაჲ: არა უწყითა, რამეთუ რომელნი-იგი ბაგინსა ჰმსახურებედ, ბაგინისაგან ჭამიან? (9,13).

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ, ვითარმედ: არა უწყითა, რამეთუ, რომელნი-იგი ტაძრისასა იქმოდიან, ტაძრისაგან ჭამდიან? ესე იგი არიან მღდელნი და ლევიტელნი, განკუთნვილ იყო ჰმსახურებდენ-ცა ტაძარსა და იზარდებოდინ ტაძრისაგან. რომელთაჲ მოციქულმან რაჲთა არა დააკნინოს დიდებაჲ, არცა მომრთუმელნი იგი მათდა საზრდელისანი აღაზუავნეს, ამისთჳს არა იტყჳს, ვითარმედ: "ერისაგან", არამედ ტაძრისაგან ჭამენო. ესე იგი არს, ვითარმედ სამართალისა ნაყოფთაგან ნამუშაკევისა თჳსისათა, რამეთუ მისგანვე იზარდებიან, რომელსაცა ჰმსახურებენ, ვინაჲთგან მიერითგან ვინაჲთგან შეწიროს ტაძარსა, არღარა მომრთუმელისა მისდად, არამედ ტაძრისად სახელ-იდების შეწირული იგი.

მოციქულისაჲ: და რომელნი საკურთხეველსა წინაშე დგანედ, საკურთხეველისაგან ნაწილი განილიან (9,13).

თარგმანი: კუალად აქა არა იტყჳს, ვითარმედ: "საკლველთაგან", არამედ საკურთხეველისაგანო, რამეთუ ყოველი საკურთხეველსა ზედა დაეგებოდა, და შემდგომად მსხუერპლად დაკლვისა არღარა ვისდად სხჳსა, თჳნიერ საკურთხეველისად სახელ-იდებოდა. ხოლო ნაწილისა განღებაჲ ესრეთ გულისჴმა-ყავ, ვითარმედ: არა ყოველივე მსხუერპლი მღდელთა საჭმელ, არამედ რომელიმე ყოვლად-დასაწუველცა იყვის. და კუალად, სისხლი საკურთხეველსა ზედა დაითხიის და ცმელი ეკუმიის, და მაშინღა ნეშტი ჴორცისაჲ მიეცის საჭმლად მღდელთა.

მოციქულისაჲ: ეგრეცა უფალმან ბრძანა რაჲთა, რომელნი-იგი სახარებასა მიუთხრობენ, სახარებისაგან ცხორებაჲ (9,14).

თარგმანი: უსაკუთრეს არს: ეგრეთვე უფალმან ბრძანა სახარებისა მიმთხრობელთაჲ სახარებისაგან ზრდაჲ. ესე იგი არს, ვითარმედ, ვინაჲთგან ზემო ვთქუ უფლისა მიერ ბრძანებაჲ ჩუენისა თქუენგან ზრდისაჲ, არაჲვე ახალი უბრძანებიეს, არამედ რაჲ-იგი ძუელსა შინა მასვე თავადსა განეწესა მღდელთათჳს და ლევიტელთა.

მოციქულისაჲ: ხოლო მე არარაჲ ვიჴუმიე ამათგანი (9,15).

თარგმანი: რომელთა "ამათ"? — არამედ ძუელთა და ახალთაგან წამებული სახარებისაგან ცხორებისაჲ, ანუ თუ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, სახარებისაგან ზრდისაჲ; რამეთუ სახარებისაგან ზრდითა ამას ცხად ვჰყოფ, ვითარმედ თჳთ მიმღებელთა მათდაცა სახარებისაგან არარაჲ უმეტესი დაწესებულ არს მიღებად თჳნიერ საზრდელისა და სამოსლისა, რომელთაგანი მე არარაჲ მიმიღებიეს.

მოციქულისაჲ: და არა ამისთჳს მივწერე ესე, რაჲთა ესრეთ იყოს ჩემდა მომართ. რამეთუ უმჯობეს არს ჩემდა სიკუდილი, უფროჲს, ვიდრეღა სიქადული ჩემი და-თუ-ვინმე-აცუდოს იგი (9,15).

თარგმანი: რაჲთა არა ჰგონონ, ვითარმედ დაღაცათუ აქამომდე არარაჲ მიუღებიეს მათგან, არამედ აწ ამისთჳს მისწერს, რაჲთა ამიერითგან მისცემდენ რასმე, ამისთჳს განჰმართავს იჭუსა ამას, და ესოდენითა სიმძაფრითა გარე-მიაქცევს მიცემულსა რასმე მათგან, რომელ უმჯობეს უჩნს სიყმილითა სიკუდილი, ვიდრეღა მათგან მიღებაჲ რაჲსაიმე. ხოლო კუალად, რაჲთა არა ჰგონებდე, ნუუკუე დაღათუ ჰყოფს, არამედ მწუხარებით და ურვით ჰყოფს ამას, ამისთჳს სიქადულად შეურაცხიეს საქმე იგი, და წადიერ არს, რაჲთა არავინ ცუდ-ყოს იგი მიცემითა რაჲსაჲთა-მე.

მოციქულისაჲ: რამეთუ ვახარებ თუ, არა არს ჩემდა სიქადულ, რამეთუ უნებელი ზედა-მაც მე, და ვაჲ არს ჩემდა, არა თუ ვახარებდე. რამეთუ ნებსით თუ ვიქმ ამას, სასყიდელი მაქუს, ხოლო უკუეთუ უნებლიეთ, სამნოჲ რწმუნებულ არს ჩემდა (9,16-17).

თარგმანი: არა თუ სახარებისასა უმეტეს არს უსასყიდლოდ ქადაგებაჲ მისი, არამედ ამისთჳს უფროჲს საქადულ არს, ვინაჲთგან ქადაგებაჲ სახარებისაჲ სამნოდ, ესე იგი არს განსაგებელად რწმუნებულ არს ბრძანებითა მეუფისაჲთა. და ბრძანებუ ესმის მისგან. რაჟამს ჰყო თქუენდა თქუთ, მონართ უჴმარნი, რომელი თანა-გუედვა ყოფად, ვყავთ. ამისთჳსცა მოციქულ იტყჳს, ვითარმედ: არა მაქუს სასყიდელი ქადაგებისათჳს სახარებისა, რომლისა აიძულებს ვაებაჲ, რომელი მიელის არა აღმასრულებელთა უფლისა ბრძანებათასა. ამისთჳს თანანადებისა გარდაჴდასა თანა ზედა-დაჰრთავს შეწირვასა ძღუნისასა. რომელ არს უსასყიდლოდ ქადაგებაჲ მისი.

მოციქულისა: რაჲ-მე უკუე არს სასყიდელი ჩემი? რაჲთა, ვახარებდე რაჲ, უსასყიდლოდ ვახარებდე სახარებასა მას ქრისტესსა, რაჲთა არარაჲ ვიმსახურო ჴელმწიფებითა ჩემითა სახარებასა მას შინა ჩემსა (9,18).

თარგმანი: იხილე, ვითარ თჳსსა დაფარულად თქუმულსა თჳთვე განგიმარტებს ამას თანა ცხად ჰყოფს, ვითარმედ, დაღაცათუ იგი უმეტესისა სასყიდლისათჳს არა იჴუმევდა, არამედ რომელნი-იგი იჴუმევდეს, არავე ცოდვიდეს, რამეთუ საქმესა ჰყოფდეს შენდობილსა, და რომლისათჳს მიცემულ იყო მათდა ქმნად ჴელმწიფებაჲ უფლისა მიერ.

მოციქულისაჲ: რამეთუ თავისუფალ ვიყავ ყოველთაგან, და ყოველთა თავი ჩემი დავამონე, რაჲთა უმრავლესნი შევიძინნე (9,19).

თარგმანი: უმაღლესსა და უმაღლესსა კიბესა აღიყვანებს სიტყუასა თჳსსა, ვითარმედ: არა ხოლო მე არავისგან რას ვიმსახურებ, არამედ თავისუფლებაჲ ესე თავისა ჩემისაჲ მონა და მსახურ მიქმნიეს ყოველთა ცხორებისა. რამეთუ ესე განეკუთნა შესაძინელისა უმეტესობად, რაოდენცა უმრავლეს იყვნენ მის მიერ ცხოვნებულნი.

მოციქულისაჲ: ვიქმენ ჰურიათა თანა ვითარცა ჰურიაჲ, რაჲთა ჰურიანი შევიძინნე (9,20).

თარგმანი: ამიერითგან იწყო წარმოთქუმად სახეთა მათ თჳსისა მონებისათა, და არა იტყჳს, ვითარმედ: "ჰურია ვიქმენ", ვითარცა ჰურიაჲ", რაჲთა აჩუენოს, ვითარმედ განგებულებისაჲ იყო საქმე მისი, რაჟამს წინა-დასცჳთა ტიმოთეს ნიას შინა, და რაჟამს თჳთ განწმიდნა იერუსალემს ტაძარსა შინა, და შეერთო სხუათა მათ თანა მუნ მლოცველთა. რამეთუ უკუეთუმცა არა ამით ესევითარითა სახითა მა მას ჰურიაობაჲ, ყოვლად არა მიბოდეს მას ჰურიანი, ვითარცა უ-ქმნილსა და მტერსა შჯულისა მათისასა. და უკუეთუმცა არა მოსრუ იყვნეს მისსა, არამედ საძაგელად შეერაცხა იგი, ვითარ ეგებოდა განსწავლაჲ მათი სარწმუნოებითა ღმრთისმსახურებისაჲთა?

მოციქულისაჲ: შჯულსა ქუეშე მყოფთა თანა — ვითარცა შჯულსა ქუეშე მყოფი, რაჲთა შჯულსა ქუე მყოფნი შევიძინნე (9,20).

თარგმანი: შჯულსა ქუეშე მყოფად ჰურიათაგანთა მორწმუნეთა უწოდს, რომელთა-იგი შეეწყნარის ქადაგებაჲ იგი სახარებისაჲ, ხოლო ჯერეთ არღა დაეტევის კრძალვაჲ ჰურიაებრთა წესთა ძუელისა შჯულისათაჲ. ამას თანა იჩემა მისლვაჲ პავლე, რაჟამს ესმა იაკობისგან: ხედავა, ძმაო, რაოდენნი ბევრნი არიან ჰურიათა შორის მორწმუნენი? რომლისა ზრახებითა თავს-იდვა შესლვაჲ ტაძრად და განწმედაჲ მათ თანა. ვინაჲცა ესე ზემოჲსა მის სიტყჳსა განმარტებაჲ არს, რამეთუ ესე იყო მისი "ჰურიათა თანა ვითარცა ჰურიაობაჲ", რაჟამს ახალ-მორწმუნეთა მათ თანა და ჯერეთ ვერ სრულიად განყენებულთა ჰურიაობისაგან, იჩემა ტაძრად შესლვაჲ განგებულებით ქმნითა შეძინებისათჳს მათისა.

მოციქულისაჲ: უშჯულოთა თანა ვითარცა უშჯულოჲ; არა უშჯულოჲ ვიყავ ღმრთისაჲ, არამედ შჯულიერი ქრისტესი, რაჲთა უშჯულონი შევიძინნე (9,21).

თარგმანი: უშჯულოდ უწოდს წარმართთა, რომელნი არა იყვნეს შჯულსა ქუეშე მოსესსა, რომელთა მიმართ მი-რაჲ-ვიდის მოციქული, თანაშთამომავალ იქმნის უძლურებისა მათისა, რაჟამს მყის დასაბამსა ქადაგებისასა მრავალი რაჲ დაიდუმის დიდთა მათგან და მაღალთა სიტყუათა სრულებისათა, რაჟამს მეცნიერ იქმნის, ვითარმედ ჯერეთ ვერ შეიწყნარებენ მას იგინი. ამისთჳს იტყჳს, ვითრმედ: ესრეთ ვიქმენ მათდა მიმართ, ვითარმცა ყოვლად არღა ქმნილ ვიყავ შჯულსა ქუეშე ქრისტესსა, რამეთუ დასაბამსა, ეზრახებოდა რაჲ ათინელთა ქრისტესთჳს, არა განუცხადა ღმრთეებაჲ მისი, არამედ ვითარცა ლიტონისა კაცისათჳს ეზრახა მათ. ვინაჲთგან ვერ დაიტევდეს მართლიად გულისჴმის-ყოფასა ბუნებითისა მის ღმრთეებისა მისისასა, არამედ შეჰრაცხდეს მას ერთად ცუდსახელთა ღმერთთაგანად, ვითარ-იგი იყვნეს ირაკლი და ასკლიპიოს და სხუანი. ამისსა შემდგომად, რაჲთა არა ჰგონო, ვითარმედ ნუუკუე სახესა მას თანა ჩემებით ცვალებულსა იქმნა შეცვალებაჲ რაჲმე გონებისაცა მისისაჲ! ამისთჳს დაჰრთავს, ვითარმედ: "არა ვიყავ უშჯულოჲ ღმრთისაჲ. (ესე იგი არს თჳნიერ შჯულისა ღმრთისა), არამედ შჯულიერი ქრისტესი (ესე იგი არს შჯულსა შინა ქრისტესსა)".

ხოლო ჯერ-არს შესწავებაჲ სიტყჳსაჲ ამის, ვითარმედ: "არა ვიყავ უშჯულოჲ ღმრთისაჲ, არამედ შჯულიერი ქრისტესი", რამეთუ რომელსა-იგი აქა "ქრისტედ" უწოდა, მასვე ზემო "ღმრთად" სახელ-სდვა, რაჲთა ქადაგოს ჭეშმარიტი ღმრთეებაჲ ქრისტესი.

ისიდორესი: ესრეთ იქმნა უშჯულოთა თანა, ვითარცა უშჯულოჲ, რამეთუ, რაჟამს-იგი ათინელთა ეზრახებოდა, არა წინაჲსწარმეტყუელთა ანუ შჯულისაგან ეზრახა, არამედ მათისავე ბომონისაგან ჴელ-ყო სწავლაჲ მათი შჯულისათჳს თჳსისა. ხოლო არა უშჯულოჲ იყო ღმრთისაჲ, ესე იგი არს, არა გარეგან იყო ძუელისა მის შჯულისა, არამედ შჯულიერი ქრისტესი, ესე იგი არს ქრისტესსაცა ამას აღასრულებდა ბრძანებასა ახლისა შჯულისსა; ვითარმცა ესრეთ იტყოდა: არა მიმრუშავს ძუელისაებრ შჯულისა, არამედ არცა გულის-თქუმით მიმიხედვან, ბრძანებისაებრ სახარებისა, არა კაც-მიკლავს შიშისათჳს, არამედ არცა განრისხებულ ვარ სურვილისათჳს, რამეთუ ძუელი დამიცავს, ამით არა უშჯულო ვარ ღმრთისა; ხოლო რამეთუ ახალი აღმისრულებიეს, ამით შჯულიერ ვარ ქრისტესსა.

ესე რაჲ ვთქუთ, არა განუკუთნებთ მამასა ძუელსა, ხოლო ძესა — ახალსა შჯულსა, არამედ დავამტკიცებთ, ვითარმედ ყოველივე მამისაჲ — ძისაჲ არს, და ყოველივე ძისაჲ — მამისაჲ არს.

მოციქულისაჲ: ვიქმენ უძლურთა მათ თანა, ვითარცა უძლური, რაჲთა უძლურნი იგი შევიძინნე (9,22).

თარგმანი: ვითარ არა უძლურებაჲ აჩუენა ფრიად ძლიერმან მან გონებითა, რაჟამს უძლურებისათჳს მსმენელთაჲსა არა განცხადებულად ღმრთად თქუნა, ვითარ-იგი მამაჲ, ეგრეთვე ძე და სული წმიდაჲ. და კუალად, ვითარ-ესე თჳთ ამათ კორინთელთა და ჰრომაელთა საჭმელთა ზედა რიდობით თანა-სათნო ეყოფვის; და ეგრეთვე კუალად სხუათა მრავალთა.

მოციქულისაჲ: ყოველთა ვექმენ ყოვლად, რაჲთა ყოველნი ვაცხოვნნე (9,22).

თარგმანი შემოკლებულად იტყჳს, ვითარმედ: ყოველთა, ვითარიცა ვინ იყვის, ეგევითარადვე ვექმნებოდე; არა სასოებითა ყოველთა ცხოვნებისაჲთა, რომელი-ესე დიდ არს, არამედ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, რაჲთა უეჭუელად ვიეთნიმე ვაცხოვნნე; ესე იგი არს — მცირედნი მრავალთაგან; რომელი-ესე უმეტესი სიმტკიცე არს სასოებისაჲ, რაჟამს ყოვლისავე ქმნად არა დაეცადებოდის ვინმე, რაჲთა, დაღაცათუ არა ყოველნი, უეჭუელად ვიეთნიმე აცხოვნნეს.

მოციქულისაჲ: ხოლო ამას ვიქმ სახარებისა მისთჳს, რაჲთა თანაზიარ ვიქმნე (9,24).

თარგმანი ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ამას ყოველსა ვიქმ, რაჲთა თანაზიარ სახარებისა ვიქმნე, ვითარცა მეცა თავით თჳსით შემომღებელი მის შორის ძღუენსა, ესე იგი არს სახედ მიცემაჲ თავისა ჩემისაჲ მორწმუნეთა მისთა, რაჲთა ბაძვითა ჩემითა იგინიცა ყოველსავე ჰყოფდენ და თავს-იღებდენ აღშენებისათჳს ძმათაჲსა. ვინაჲცა შენ იხილე გონებაჲ მოციქულისაჲ, ვითარ ესოდენთა მათ შრომათა და ღუაწლთა თჳსთა მოქმედებაჲ არარაჲსა სხჳსა სასყიდელთაგანისათჳს თქუა, თჳნიერ სახედ დადებისა, რაჲთა ექმნეს კანონ განმმართველ და ყოვლისავე მოქმედ, რაჲთა იგინიცა ყოველსავე თავს-იღებდენ აღსაშენებელად ძმათა.

მოციქულისა: არა უწყითა, რამეთუ რომელნი-იგი ასპარეზსა მას შინა რბიედ, ყოველნივე რბიედ, ხოლო ერთმან მიიღის ნიჭი? (9,25).

თარგმანი: არათუ მრავალთა შორის ერთისასა ოდენ წადიერ არს ცხოვნებასა და ამისთჳს იტყჳს სახესა ამას; ნუ იყოფინ! არამედ ყოველთავე ზოგად განგუაკრძალებს და გუეტყჳს, ვითარმედ არა კმა არს ჩუენდაცა შემოსლვაჲ ოდენ სარწმუნოებად, ვითარ-იგი არცა მათდა — შესლვაჲ ოდენ და დასხდომაჲ სტადიონსა შინა, არამედ გჳჴმს მოქმედებითა კეთილთა საქმეთაჲთა შემკობაჲ წმიდასა ამას სარწმუნოებასა ქრისტიანობისასა.

მოციქულისაჲ: ესრეთ რბიოდეთ, რაჲთა ეწინეთ (9,25).

თარგმანი: კუალად ესე სახე ამას გჳჩუენებს, ვითარმედ არა კმა არს ჟამერთ სრბაჲ და მერმე დადგომაჲ კეთილთა მოქმედებისაგან, არამედ ვიდრე აღსასრულადმდე გჳჴმს კრძალულებით და მოსწრაფებით სლვაჲ, ვიდრემდის მივიწინეთ მერმისა მის საუკუნოჲსა განსუენებასა. და მოღებასა , რამეთუ ვითარ-იგი სტადიონსა შინა მსრბოლთა სრბისა დასასრულ არს წევნ, რომელსა სდევდენ, და მოღებაჲ გჳრგჳნისაჲ, ეგრეთვე ჩუენდა ჟამი აღსასრულისაჲ, და ვიდრე აღსასრულამდე მოუწყინებელობაჲ სრბისაჲ არს მომატყუებელ გჳრგჳნთა. არამედ სლვასა მას შინა საღმრთოჲსა მოქალაქობისასა ყოვლით კერძო გჳჴმს კრძალვაჲ, რამეთუ სხჳთ კერძ მოსწრაფებასა უჴმარ ჰყოფს სხჳთ კერძი უდებებაჲ, ვითარ-ესე აწ მოციქული კორინთელთა ეტყჳს, ვითარმედ: მეცნიერებაჲ გაქუს; ხოლო უკუეთუ არა სიყუარულით ერიდებოდით დაბრკოლებასა ძმათასა და მოსწრაფე იყვნეთ აღშენებასა მათსა, უჴმარ ჰყოთ მეცნიერებაჲ ეგე თქუენი.

მოციქულისაჲ: ხოლო ყოველივე იგი მოღუაწე ყოველსავე მოითმენნ (9,26).

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ, ვითარმედ: ყოველივე მოღუაწე ყოველსავე ეკრძალებინ. ესე იგი არს მოციქულისა მიერ სწავლული ღონე გჳრგჳნთა მიმთხუევისაჲ, რამეთუ არა ესე არს მოღუაწებაჲ, რაჲთა ამას რასმე ეკრძალებოდის და იმას —არა, არამედ ყოვლისაგანვე ქონებასა კრძალულებისასა ეწოდების მოღუაწება ჭეშმარიტ.

მოციქულისაჲ: იგინი უკუე სადმე, რაჲთა განხრწნადი გჳრგჳნი მიიღონ, ხოლო ჩუენ — უხრწნელი (9,25).

თარგმანი: სახედ შემოიღებს სოფლიოჲსა მის სტადიონისა მბრძოლთა, ვითარ-იგი ყოველსა ჭირსა დაითმენენ განხრწნადთათჳს; ვინაჲცა, რაოდენ უფროჲს ჩუენ თანამდებ ვართ ყოვლისავე თავს-დებად უხრწნელთა მათთჳს გჳრგჳნთა და ნეტარებათა!

მოციქულისაჲ: მე უკუე აწ ესრეთ ვრბი, ვითარცა არა უჩინოდ. ესრეთ ვიჭირვი, ვითარცა არა ჰაერსა ვსცემ (9,26).

თარგმანი: კუალად თავსა თჳსსა სახედ მისცემს ჩუეულებისაებრ მოძღუართა სარწმუნოთაჲსა, ვითარმედ: არა უცნობოდ ვრბი, არცა უჩინოდ და უცნაურად განსალევნელ ვჰყოფ შრომასა ჩემსა, ვითარ-ეგე თქუენ, რომელთა რად სარგებელ არს მეცნიერებაჲ ეგე ანუ სისრულე; ვინაჲთგან ნაკერპავსა სჭამთ, რაჟამს სისრულე ეგე შენი სავნებელ ექმნეს ძმასა შენსა. არამედ მე არა ეგრეთ, გარნა ჟამიერად თანაშთამომავალ უძლურებისა მათისა ვიქმნები, რაჲთა უეჭუელად ვაცხოვნნე ვიეთნიმე მათგანნი. რამეთუ უწყი, თუ ვის ვსცემდე (ცხად არს, ვითარმედ არა ცუდად ჰაერსა, არამედ ჰაერთა შინა მყოფსა მას ეშმაკსა). ხოლო თქუენ ძმათა სცემთ, და წყლულებათა და ბრძოლათა არა ჟამიერად იჴუმევთ.

მოციქულისაჲ: არამედ აღვიკრძალავ ჴორცთა ჩემთა და დავიმონებ, ნუუკუე სხუათა უქადაგებდე და მე გამოუცდელ ვიყო (9,27).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ვითარმედ: ვაჭირვებ ჴორცთა, ესე იგი არს, არა უტევებ მუცელსა აღვსებად, არამედ ვაჭირვებ მას და შევაიწრებ, რაჲთა არა კრთოდის გულისთქუმათა მიმართ. და ესრეთ მორჩილ ჩემდა ვჰყოფ საღმრთოთა საქმეთა მიმართ, რამეთუ არა კმა არს ჩემდა ქადაგებაჲ ესე ოდენ, უკუეთუ არა თავითცა ჩემით დავსძინო მას მოღუაწებაჲ რაჲმე, რაჲთა არა სიტყჳთ, არამედ საქმით გამოცდილებით და თჳთ სახის ჩუენებით მოძღუარ ვიყო ყოველთა.

ამას რაჲ იტყოდა მოციქული, ამხილებდა მათ ნაყროვნებასა, რომელნი არარაჲსა სხჳსა, არამედ ნაყროვნებისაგან ძლეულნი ჭამდეს ნაზორევსა. ამას თანა დაუმტკიცებს, ვითარმედ, ვითარ-ესე ჩემდა ქადაგებაჲ ოდენ, ეგრეთვე არცა თქუენდა სარწმუნოებაჲ ოდენ კმა არს, უკუეთუ არა დაიმონნეთ ჴორცნიცა.

მოციქულისაჲ: არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, რამეთუ მამანი ჩუენნი ყოველნი ღრუბელსა ქუეშე იყვნეს და ყოველნი ზღუასა განჴდეს (10,1).

თარგმანი: კუალად ჰურიათასა მასცა სახედ შემოართუამს წიგნისაგან გამოსლვათაჲსა თხრობილთა საქმესა, ვითარმედ, ვითარ-იგი მათ ვერარაჲ არგო ესოდენთა ნიჭთა მიმთხუევამან, ვინაჲთგან უმადლო იყვნეს, და შემდგომად ესოდენთა ამათ კეთილთა არა სათნო-ეყვნეს ღმერთსა. ეგრეთვე თქუენ, სარწმუნოებამან ოდენ არაჲ გარგოს, უკუეთუ არა მოიგნეთ საქმენი კეთილნი. და ესე არს მიზეზი სიტყუათა ამათ სახედ შემოღებისაჲ. ხოლო თუ ვითარ მათ ზედა ქმნილი იგი სახე ფრიად რაჲმე შეეტყუებოდა საიდუმლოთა ჩუენთა, ისმინე. რამეთუ მათი იგი ღრუბელსა ქუეშეჲ გამოსახვიდა ჩუენ ზედა მყოფსა ამას მადლსა სულისა წმიდისასა, რამეთუ ვითარ იგინი ღრუბელმან მაგრილობელმან ეგჳბტისა საცთურთაგან გამოიჴსნნა, ეგრეთვე ჩუენ მადლმან სულისა წმიდისამან საეშმაკოთა სიბოროტეთაგან განგუარინნა. ხოლო ზღჳსაჲ იგი მათთჳს ქმნილი გზა-ცემაჲ და მტერთა მათთა მას შინა წარწყმედაჲ ჩუენ მოგუანიჭა ემბაზმან ნათლისღებისამან, რაჟამს ჩუენ განგუბანნა ცოდვათაგან, და მტერნი ჩუენნი მოაშთვნა მას შინა.

მოციქულისაჲ: და ყოველთა მოსეს მიერ ნათელ-იღეს ღრუბლითა მით და ზღჳთა (10,2).

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: და ყოველთა მოსეს მიმართ ნათელ-იღეს. ხოლო ესე საძიებელ არს, თუ სადა ნათელ-იღეს; არამედ ცხად არს, ვითარმედ ნათელ არასადა უღებიეს, გარნა ვინაჲთგან ნათლისღებისა სახედ შემოიღებდა სიტყუათა ამათ მოციქული, ამისთჳს სახესა მასცა ჭეშმარიტებისავე სახელი უწოდა. ხოლო თუ ვითარ ნათელ-იღეს, ამას ცხად ჰყოფს, ვითარმედ: "ღრუბლითა მით და ზღჳთა", ესე იგი არს, ვითარმედ განვლაჲ მათი ზღუასა — სახელ-იდების ოდენ ნათლისღება, ვითარცა ჭეშმარიტად გამომსახველი ნათლის-ღებისაჲ. ხოლო მოსეს მიმართ ნათლისღებაჲ — იგიცა ჩუენივე სახე იყო, ვითარმედ: ვითარ-იგი მათ არათუმცა პირველად მოსე ეხილვა მავალ ზღუასა შინა, ვერმცა კადნიერ ქმნილ იყვნეს სლვად უფსკრულთა შორის, არამედ შეუორგულებელად რაჲ ჰრწმენა მოსესი, მყის კუალთა მისთა შედგომითა განვლეს ზღუაჲ და განერნეს მდევართა. და ესრეთ, სარწმუნოებაჲ იგი მათი — მოსეს მიმართ და მისითა სარწმუნოებითა განვლაჲ უფსკრულთაჲ — სახელდებულ იქმნა მოციქულისა მიერ მოსეს მიმართ ნათლისღება მათდა. ეგრეთვე ჩუენ პირველად გჳჴმს, რაჲთა გურწმენეს აღდგომაჲ ქრისტესი, და ეგრეთღა მისსა მიმართითა სარწმუნოებითა ვეზიარნეთ სიკუდილსა მისსა, შთასლვითა წყალსა მას შინა ნათლის-ღებისსა. და ვითარ-იგი მათ აღუთქუეს, რაჲთა მის მიერ განყვანებულნი ზღუასა შჯულისდებისაებრ განმყვანებელისა მათისა მოსესსა მოქალაქობდენ, ეგრეთვე ჩუენ გჳჴმს მიერვე ნათლისღებითგან აღთქუმაჲ, რაჲთა მცნებათაებრ ქრისტესთა ვმოქალაქობდეთ, და ეგრეთ ღირს ვიქმნნეთ ღრუბლებრ მაგრილობელსა მადლსა სულისა წმიდისასა.

მოციქულისაჲ: და ყოველთა იგივე საზრდელი სულიერი ჭამეს (10,3).

თარგმანი: სულიერად უწოდს საზრდელსა მას მანანაჲსასა, რამეთუ ზეგარდამო მოეცემოდა, და სულიერი სახე მოაქუნდა საუფლოჲსა ამის ჴორცისაჲ.

მოციქულისაჲ: და ყოველთა იგივე სასუმელი სულიერი სუეს, რამეთუ სუმიდეს იგინი სულიერისა მისგან კლდისა, რომელიცა შეუდგა, ხოლო კლდე იგი იყო ქრისტე (10,4).

თარგმანი: დაღაცათუ ხილულნი და გრძნობადნი იყვნეს მანანაჲცა და წყალი, არამედ სულიერი და დაფარული ძალი აქუნდა საღმრთოთა ამათ საიდუმლოთაჲ მანანასა — ჴორცისა, ხოლო წყალსა — სისხლისა საუფლოჲსაჲ, რამეთუ არა ბუნებითთა ადგილთაგან, არამედ ზეშთა ბუნებისა ადგილთაგან საკჳრველებით მოეცემოდეს; მანანაჲ მწყერმარჴილითურთ —ჰაერისაგან და ქართა, ხოლო წყალი — კლდისაგან, რომლისა მიერ არა ხოლო ჴორცთა, არამედ სულთაცა მათთა გამოზრდაჲ იქმნებოდა, რაჟამს საკჳრველებათა მიერ უფროჲს აღემატებოდა სარწმუნოებაჲ მათი ღმრთისა მიმართ. ამისთჳსცა, იტყოდა რაჲ საზრდელისათჳს, არარაჲ დაჰრთო ესევითარი, რამეთუ არარაჲ უჴმდა განმაცხადებელი, ვინაჲთგან არა ხოლო საკჳრველებით ოდენ მოცემულ იყო, არამედ სახითაცა უცხო სისაგან. ხოლო მო-რაჲ-ვიდა "სასუმელსა", რაჲთა ად და ბუნებითად საქმედ ვინმე შეჰრაცხოს, რამეთუ წყალი იყო ჩუეულებისაებრი სასუმელი, ამისთჳს ზედა-დაჰრთო, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: რამეთუ სუმიდეს სულისა შედგომილისაგან კლდისა, ხოლო კლდე იგი იყო ქრისტე. ესე იგი არს, ვითარმედ: დაღაცათუ სხუაჟამცა ხილულ არს წყალი, კლდისაგან გამომდინარე, არამედ აწინდელი ესე ნუ ეგრეთ ბუნებითად, არამედ საკჳრველებითად შეჰრაცხე, რამეთუ არა თავით თჳსით იქმნა, არამედ ღმრთისა მიერ. ვინაჲთგან "შედგომილობაჲ" ამას გუაუწყებს, ვითარმედ იგივე სულიერი კლდე ქრისტე არს აწცა, კლდისაგან აღმომაცენებელ წყლისა ამის, რომელი-იგი ყოველსავე ადგილსა შეუდგა ძეთა ისრაელისათა ნიშებითა და სასწაულებითა თჳსითა.

თქუმულ არს ვიეთგანმე სხუაჲცა განმარტებაჲ სიტყჳსაჲ ამის, ვითარმედ სულისა შედგომილობაჲ კლდისაჲ — მარადის ძისა თანა მყოფობასა და თანასწორებასა სულისა წმიდისასა გჳჩუენებს, ვითარმედ ერ მოქმედ არიან ნიშთა, რამეთუ ერთ არს ყოველივე საქმე მამისა და ძისა და სულისა წმიდისაჲ.

მოციქულისაჲ: არამედ არა მრავალნი მათგანნი სათნო-იყვნა ღმერთმან, რამეთუ დაეცნეს იგინი უდაბნოსა ზედა (10,5).

თარგმანი: რაჲსათჳს არა სათნო-იყვნა, არამედ რამეთუ შემდგომად ესოდენთა მათ ქველისმოქმედებათა ღმრთისათა ეგოდენი უმადლოებაჲ აჩუენეს და არა დაადგრეს მცნებათა მისთა, ამისთჳსცა თჳნიერ ფრიად მცირედთაჲსა, ვითარ-იგი იყვნეს ისუ და ქალებ, უმრავლესთა მათ ეგჳბტით გამოსრულთა ძუალნი უდაბნოსა ზედა დაცჳვეს.

მოციქულისაჲ: და ესენი სახედ ჩუენდა იქმნნეს (10,6).

თარგმანი: ვითარ-იგი ზღჳსა განვლაჲ და საზრდელი და სასუმელი მათი სახე იყო ნათლისღებისა და ზიარებისა ჩუენისაჲ, ეგრეთვე შემდგომად ესოდენთა ნიჭთა წარწყმედაჲ მათი, სახე არს ჩუენდა. ნუუკუე შემდგომად ნათლისღებისა და ესოდენთა ნიჭთა მიმთხუევისა კუალად მივეცნეთ წარსაწყმედელსა, რაჟამს არა ღირსად მწოდებელისა მის ჩუენისა ვიქცეოდით.

მოციქულისაჲ: რაჲთა არა ვიყვნეთ ჩუენ გულისმთქუმელ ბოროტისა, ვითარცა-იგი მათ გული-უთქუმიდა (10,7).

თარგმანი: რაჲსათჳს გული-უთქუმიდა მათ, გარნა ჴორცისათჳს მეგჳბტურისა და ნიორისათჳს ღმრთისა მეგჳბტელთაჲსა.

მოციქულისაჲ: ნუცა კერპთმსახურ იქმნებით ვითარცა-იგი მათგანნი ვინმე, ვითარცა წერილ არს: დასხდა ერი იგი ჭამად და სუმად და აღდგეს სიმღერად (10,7).

თარგმანი: იხილე, ვითარითა სახითა ამხილებს კორინთელთა, ვითარმედ: ვითარ-იგი მათ ნაყროვნებასა შეუდგინეს კერპთმსახურებაჲ, ეგრეთვე თქუენ ნაყროვნებაჲ მიზეზ გექმნების ჭამად კერპთა ნაზორევისა. რამეთუ ესე სიტყუაჲ წამებად შემოუღებიეს წიგნისაგან გამოსლვათაჲსა.

მოციქულისაჲ: ნუცა ვისიძავთ, ვითარცა-იგი ვიეთმე მათგანთა ისიძვეს და დაეცნეს ერთსა შინა დღესა ოცდასამი ათასი (10,8).

თარგმანი: რაჲთა ზემოჲთ-რე წარმოთქუმითა აღვავსოთ ნეშტი ნაკლულევანებაჲ სიტყჳსაჲ მის, რამეთუ საძიებელ არს ვიეთგანმე, ვითარმედ: ვითარ კერპთმსახურებისა ბრალად დაწერა მოციქულმან შემდგომად მთრვალობისა ქმნილი იგი სიმღერაჲ ერისაჲ, არამედ ცხად არს, ვითარმედ მღერაჲ იგი არა თუ სხუაჲ რაჲმე იყო, თჳნიერ რამეთუ ჴბოჲსა მისთჳს, რომელ მათ ქმნეს, მის წინაშე განეწყვნეს მემღერნი და აქებდეს მას. ხოლო სიძვაჲცა იგი მათი ნაყროვნებისავე ნაყოფი იყო.

მოციქულისაჲ: ნუცა განვსცდით უფალსა, ვითარცა-იგი მათგანთა ვიეთმე გამოცადეს და გუელთა მიერ წარწყმდეს (10,9).

თარგმანი: აქა კუალად სხუასა ბრალსა დასდებს კორინთელთა ზედა, ვითარ გამოცდით სასწაულთმოქმედებასა ითხოვდეს ღმრთისაგან მსგავსად ჰურიათაჲსა.

მოციქულისაჲ: ნუცა ვდრტჳნავთ ვითარცა-იგი მათგანნი ვინმე დრტჳნვიდეს და წარწყმდეს მომსრველისა მისგან (10,10).

თარგმანი: კუალად ამით სახითა აბრალებს მათ, რამეთუ არა სიმჴნით თავსმდებელ იყვნეს განსაცდელთა, არამედ დრტჳნვიდეს შემთხუევასა ზედა მათსა, რამეთუ არა ხოლო უდრტვნველობაჲ, არამედ მხიარულებაჲ და მადლობაჲცა უჴმს ქრისტიანესა შემთხუევისათჳს განსაცდელთაჲსა.

მოციქულისაჲ: ესე ყოველნი სახენი შეემთხუეოდეს მათ, ხოლო დაიწერა სამოძღურებელად ჩუენდა, რომელთა ზედა აღსასრული ჟამთაჲ მოიწია (10,11).

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: ესე ყოველნი სატანჯველნი მათნი, რომელ წარმოვთქუენ, სახენი ოდენ არიან სატანჯველთა ჩუენთანი, ესე იგი არს, ვითარმედ, უკუეთუ მათებრ უგულისჴმო ვიპოვნეთ, ესოდენ უძჳრეს იყვნენ მათსა სატანჯველნი ჩუენნი, რაოდენ სახისასა უცხადეს არს ჭეშმარიტებაჲ. რამეთუ თჳთ ამისთჳს უძჳრეს დავისაჯებით, რომელ სახედ გუაქუს მათი იგი დაცემაჲ, ხოლო ჩუენ არა ვეკრძალებით, და არცაღა ამას გულისჴმა-ვჰყოფთ, ვითარმედ მათ ზედა მოწევნული იგი სამოძღურებელად ჩუენდა დაწერილ არს. ჩუენდა — ვიეთდა? — გარნა თუ მათდა, რომელნი-ესე უმახლობელეს ვართ მოწევნასა ჟამთა აღსასრულისასა და ყოფადისა მის საშჯელისასა. ესრეთ უკუე მრავალსახედ შეაშინებს მოციქული კორინთელთა: უმძიმესობითა პატიჟისაჲთა და უმახლობელესობითა საშჯელისაჲთა, ვითარმედ: აჰა კართა ზედა მოწევნულ არს მოსლვაჲ ღმრთისაჲ.

მოციქულისაჲ: ამიერითგან რომელი ჰგონებდეს დგომასა, ეკრძალენ, ნუუკუე დაეცეს (10,12).

თარგმანი: კუალად სიბრძნესა ზედა აღზუავებულთა ამხილებს, ვითარმედ: თჳთ მებრ ამისთჳს ეკრძალე დაცემასა, რომელ დგომაჲ გგონიეს და არა სდგა. და დაღაცათუ სდგე, ადვილ ხარ დასაცემელად უზომოჲთა სისუბუქითა ცნობისა აღზუავებულისაჲთა!

მოციქულისაჲ: განსაცდელი თქუენ არა შეგემთხჳა, გარნა კაცობრივ (10,13).

თარგმანი: ვინაჲთგან შეაშინნა იგინი დაცემითა, რომელნი-იგი მრავალგზის განცდილ იყვნეს განსაცდელითა, რაჲთა არა თქუან, ვითარმედ: "რაჲსა გუაშინებ; აჰა მრავალი შეგუმთხუევიეს კუეთებაჲ განსაცდელთაჲ და არა დაცემულ ვართ", — ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: ჯერეთ არარაჲ შეგმთხუევიეს თქუენ დიდთა და მძიმეთა განსაცდელთაგანი თჳნიერ მცირისა რაჲსმე და უნდოჲსა, რამეთუ "კაცობრივობაჲ" — "სიმცირისა" ნაცვალი არს.

მოციქულისაჲ: რამეთუ სარწმუნო არს ღმერთი, რომელმან არა გიტევნეს თქუენ განცდად უფროჲს ძალისა თქუენისა, არამედ ყოს განსაცდელსა თანა გამოყვანებაჲცა, რაჲთა შეუძლოთ დათმენად (10,13).

თარგმანი: ნამდჳლვე ამით სარწმუნო და ჭეშმარიტ არს, რამეთუ აღუთქუამს: "მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ" (). ამისთჳს შემსგავსებულად ძალისა ჩუენისა მოუშუებს განსაცდელთა; უფროჲსღა ესე ვთქუა, ვითარმედ: ყოველი განსაცდელი ზეშთა ძალისა ჩუენისა არს, არა თუ ქრისტე შეგუეწეოდის. ამისთჳს შეამოკლებს ჟამთა განცდისათა, რაჲთა არა უმეტეს განგრძობითა სრულიად დაჴსნილ ვიქმნნეთ მის მიერ.