მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 9:21

20. იუდეველებთან ვიყავი როგორც იუდეველი, რათა შემეძინა იუდეველნი; რჯულის ქვეშ მყოფთათვის - როგორც რჯულის ქვეშ მყოფი, რათა შემეძინა რჯულის ქვეშ მყოფნი.21. ურჯულოთათვის - ურჯულო (თუმცა არა ურჯულო ღვთისა, არამედ რჯულიერი ქრისტესი), რათა შემეძინა ურჯულონი.22. უძლურთათვის - უძლური, რათა შემეძინა უძლურნი. ყველას ყველად ვექმენ, რათა მეხსნა ზოგიერთნი.
1 კორინთელთა მიმართ თავი 9
21. ურჯულოთათვის - ურჯულო (თუმცა არა ურჯულო ღვთისა, არამედ რჯულიერი ქრისტესი), რათა შემეძინა ურჯულონი.
თავი ე̂. განყოფილებისათჳს ჭამადთაჲსა და განშორებისათჳს საეშმაკოთა სამსახურებელთაჲსა; რომელსა შინა იტყჳს მისისა მის მიმოსლვისა და ქადაგებისათჳს და ყოველთა მიმართ მრავალშეთხზულისა მის ერთობისა თჳსისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უშჯულოთა თანა ვითარცა უშჯულოჲ; არა უშჯულოჲ ვიყავ ღმრთისაჲ, არამედ შჯულიერი ქრისტესი, რაჲთა უშჯულონი შევიძინნე (9,21).:

თარგმანი: უშჯულოდ უწოდს წარმართთა, რომელნი არა იყვნეს შჯულსა ქუეშე მოსესსა, რომელთა მიმართ მი-რაჲ-ვიდის მოციქული, თანაშთამომავალ იქმნის უძლურებისა მათისა, რაჟამს მყის დასაბამსა ქადაგებისასა მრავალი რაჲ დაიდუმის დიდთა მათგან და მაღალთა სიტყუათა სრულებისათა, რაჟამს მეცნიერ იქმნის, ვითარმედ ჯერეთ ვერ შეიწყნარებენ მას იგინი. ამისთჳს იტყჳს, ვითრმედ: ესრეთ ვიქმენ მათდა მიმართ, ვითარმცა ყოვლად არღა ქმნილ ვიყავ შჯულსა ქუეშე ქრისტესსა, რამეთუ დასაბამსა, ეზრახებოდა რაჲ ათინელთა ქრისტესთჳს, არა განუცხადა ღმრთეებაჲ მისი, არამედ ვითარცა ლიტონისა კაცისათჳს ეზრახა მათ. ვინაჲთგან ვერ დაიტევდეს მართლიად გულისჴმის-ყოფასა ბუნებითისა მის ღმრთეებისა მისისასა, არამედ შეჰრაცხდეს მას ერთად ცუდსახელთა ღმერთთაგანად, ვითარ-იგი იყვნეს ირაკლი და ასკლიპიოს და სხუანი. ამისსა შემდგომად, რაჲთა არა ჰგონო, ვითარმედ ნუუკუე სახესა მას თანა ჩემებით ცვალებულსა იქმნა შეცვალებაჲ რაჲმე გონებისაცა მისისაჲ! ამისთჳს დაჰრთავს, ვითარმედ: "არა ვიყავ უშჯულოჲ ღმრთისაჲ. (ესე იგი არს თჳნიერ შჯულისა ღმრთისა), არამედ შჯულიერი ქრისტესი (ესე იგი არს შჯულსა შინა ქრისტესსა)".

ხოლო ჯერ-არს...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის