მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 9:5

4. იქნებ არა გვაქვს უფლება ჭამის და სმისა?5. ნუთუ უფლება არა გვაქვს მოვიყვანოთ მორწმუნე ცოლი, როგორც სხვა მოციქულებს, უფლის ძმებსა და კეფას?6. იქნებ მხოლოდ მე და ბარნაბას არა გვაქვს უფლება უქმად ყოფნისა?
1 კორინთელთა მიმართ თავი 9
5. ნუთუ უფლება არა გვაქვს მოვიყვანოთ მორწმუნე ცოლი, როგორც სხვა მოციქულებს, უფლის ძმებსა და კეფას?
თავი ე̂. განყოფილებისათჳს ჭამადთაჲსა და განშორებისათჳს საეშმაკოთა სამსახურებელთაჲსა; რომელსა შინა იტყჳს მისისა მის მიმოსლვისა და ქადაგებისათჳს და ყოველთა მიმართ მრავალშეთხზულისა მის ერთობისა თჳსისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არა ნუ გუაქუსა ჴელმწიფებაჲ დათა მათ დედათა მიმოყვანებად? (9,5).:

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: ანუ არა გუაქუსა ჴელმწიფებაჲ დისა დედაკაცისა მიმოყვანებად? რამეთუ დედანი ვინმე მორწმუნეთაგანნი იგი დად მოციქულთა შერაცხილ იყვნეს სარწმუნოებითა, ვინაჲთგან თანა-უვიდოდეს მათ და ჴელსა აღუპყრობდეს, ვითარცა ღონიერნი, მორეწითა მათდა საჭიროჲსა საჴმრისაჲთა, რაჲთა მოცალე-ყვნენ იგინი და უზრუნველ ქადაგებასა მას შინა სახარებისასა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის