მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 9:8

7. ვინ, რომელი მეომარი ომობს თავისი ხარჯით? ვინ ჩაყრის ვაზს და ყურძენს კი არა ჭამს? ვინ მწყემსავს ფარას და ცხვრის რძეს კი არა სვამს?8. იქნებ კაცთა ჩვევისამებრ ვმსჯელობ? მაგრამ განა ამასვე არ ამბობს რჯულიც?9. რადგანაც მოსეს რჯულში სწერია: „ნუ აუკრავ პირს მლეწავ ხარს“. ნუთუ ხარების დარდი აქვს ღმერთს?
1 კორინთელთა მიმართ თავი 9
8. იქნებ კაცთა ჩვევისამებრ ვმსჯელობ? მაგრამ განა ამასვე არ ამბობს რჯულიც?
თავი ე̂. განყოფილებისათჳს ჭამადთაჲსა და განშორებისათჳს საეშმაკოთა სამსახურებელთაჲსა; რომელსა შინა იტყჳს მისისა მის მიმოსლვისა და ქადაგებისათჳს და ყოველთა მიმართ მრავალშეთხზულისა მის ერთობისა თჳსისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ანუ კაცობრივ-მე ნუ ვიტყჳა ამას, ანუ არა შჯულიცა ამასვე იტყჳსა? რამეთუ შჯულსა მოსესსა წერილ არს: "არა შეუკრა პირი ჴარსა მლეწველსა" (9,8-9).:

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო ჴორციელნი სახენი წარმოთქუნა, აწ დაჰრთავს, ვითარმედ ნუ ჰგონებთ თუმცა კაცობრივ ოდენ და არა წმიდათა წერილთა მიერ წამებითა დაგიმტკიცე თქუენ თანამდებობაჲ მოციქულთა თქუენთა გამოზრდისაჲ; რამეთუ აჰა საწამებელი სიტყუაჲ მეორისა შჯულისა წიგნისაგან.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის