მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 მეფეთა 1:10

9. ადგა ერთხელ ხანა სმა-ჭამის შემდეგ სილოამში. ელი მღვდელი კი საკარცხულზე იჯდა უფლის სახლის წირთხლთან.10. სულგამწარებულმა ქალმა დაუწყო ვედრება უფალს და ცხარედ ტიროდა.11. აღუთქვამდა და ეუბნებოდა: ცაბაოთ უფალო, თუ მიხედავ შენი მხევლის ტანჯვას, თუ გამიხსენებ და არ დაივიწყებ შენს მხევალს, და მისცემ შენს მხევალს ვაჟიშვილს, უფალს დავუთმობ მას. ვიდრე ცოცხალი იქნება, დანა არ შეეხება მის თავს.
1 მეფეთა თავი 1
10. სულგამწარებულმა ქალმა დაუწყო ვედრება უფალს და ცხარედ ტიროდა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ით
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და რაჟამს ილოცვიდე, არა იყო ეგრე, ვითარცა-იგი ორგულნი, რამეთუ უყუარნ შესაკრებელთა შორის და უბანთა ზედა დგომაჲ და ლოცვაჲ, რაჲთა უჩუენონ კაცთა. ამენ გეტყჳ თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი. ხოლო შენ რაჟამს ილოცვიდე, შევედ საუნჯესა შენსა და დაჰჴაშ კარი შენი და ილოცევდ მამისა შენისა მიმართ ფარულად; და მამამან შენმან, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად“ (6,5-6).:

...ჴმაჲ მისი არა ისმოდა ჴორციელად, ხოლო ესოდენ ჴმამაღლად ილოცვიდა სულითა, ვიდრეღა ღმერთმან ჰრქუა: „რაჲსა ესოდენ ჰღაღადებ ჩემდა მომართ?“

ეგრეთვე კუალად ანაჲსთჳს წერილ არს, ვითარმედ: ილოცვიდა, ცრემლნი მისნი დიოდეს, ხოლო ჴმაჲ მისი არა ისმოდა; და ესოდენ ესმა ღმერთსა, რომელ მასვე ჟამსა მისცა თხოაჲ მისი.

ხოლო აბელი არა დუმილითა ოდენ, არამედ შემდგომად აღსრულებისაცა ილოცვიდა, და სისხლი მისი საყჳრისა უძლიერესსა ჴმასა აღუტეობდა. აწ უკუე შენცა, უკუეთუ გული გელმის, სულთ-ითქუენ, ვითარცა წმიდამან მან, რომელმან თქუა: „დავშუერი მე სულ-თქუმითა ჩემითა, დავბანო მარად ღამე ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტო“; დაიპე გული შენი და ნუ სამოსელი შენი, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი; ღრმითა მოხადე უფალსა, რამეთუ იტყჳს: „ღრმითამო ვღაღადებ შენდამი, უფალო“; სიღრმეთაგან გულისათა ასმინე უფალსა ჴმაჲ შენი, საიდუმლო-ყავ ლოცვაჲ შენი. არა ხედავა, ვითარმედ წინაშე მეფისა ყოველნი მოწიწებით და დუმილით დგანან? შენცა წინაშე მეუფისა მის მეუფეთაჲსა მდგომარე ხარ, არა ქუეყანასა ზედა არს დგომაჲ ეგე...

სრულად ნახვა