მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 მეფეთა 1:12

11. აღუთქვამდა და ეუბნებოდა: ცაბაოთ უფალო, თუ მიხედავ შენი მხევლის ტანჯვას, თუ გამიხსენებ და არ დაივიწყებ შენს მხევალს, და მისცემ შენს მხევალს ვაჟიშვილს, უფალს დავუთმობ მას. ვიდრე ცოცხალი იქნება, დანა არ შეეხება მის თავს.12. დიდხანს ლოცულობდა ქალი უფლის წინაშე, ხოლო ელი მის ბაგეებს აკვირდებოდა.13. რაკი ხანა გულში ლაპარაკობდა, ბაგეებს ამოძრვებდა, ხმა კი არ ისმოდა, მთვრალიაო, იფიქრა ელიმ.
1 მეფეთა თავი 1
12. დიდხანს ლოცულობდა ქალი უფლის წინაშე, ხოლო ელი მის ბაგეებს აკვირდებოდა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ვ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ვ: ვითარმედ კეთილ არს საღმრთოჲ იგი გლოაჲ და ბოროტ არს სიცილი, და ვითარმედ ფრიად მავნებელ არს ხედვაჲ თეატრონთა და სახიობათაჲ:

...ღე და ღამე“; „და სასუმელი ჩემი ცრემლითა ჩემითა გავზავე“. ესრეთ ცრემლოოდა ანნა, რომლისათჳს წერილ არს, ვითარმედ: „ილოცვიდა ღმრთისა მიმართ ტირილით, ბაგენი მისნი იძრვოდეს, და ჴმაჲ მისი არა ისმოდა“, არამედ ცრემლნი იგი უმაღლეს ნესტჳსა ჴმობდეს ღმრთისა მიმართ; ამისთჳსცა მეყსეულად ესმა მისი უფალსა და მისცა თხოვაჲ მისი.

უკუეთუ შენცა ესრეთ სტიროდი, ძმაო, მიემსგავსო არა წმიდათა ოდენ, არამედ თავადსაცა მეუფესა. რამეთუ იგიცა ცრემლოოდა ბუნებითა მით კაცობრივითა ლაზარეს ზედა და ქალაქსა მას ზედა და იუდაჲსთჳს. და ესე მრავალგზის ქმნა, ვითარცა ვპოებთ წმიდასა სახარებასა შინა. ხოლო განცინებაჲ მისი არასადა გჳპოვნია, არცა თუ ღიმილი უთქუამს მისთჳს მახარებელთაგანსა ვის. ეგრეთვე პავლე ფრიად ცრემლოოდა, ვითარცა წამებენ ყოველნი მისთჳს; და იგი თავადი იტყჳს, ვითარმედ: „ვჰმონებ უფალსა ყოვლითა სიმდაბლითა და ცრემლითა და განსაცდელითა“. ხოლო სიცილი არცა მან თქუა თავისა თჳსისათჳს, არცა სხუამან ვინ თქუა მისთჳს გინა სხჳსა ვისთჳსმე წმიდათაგანისა; არამედ სარრაჲსათჳს ხოლო თქუმულ არს ესე, რომლისათჳსცა ემხილა მას ბ...

სრულად ნახვა