მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 მეფეთა 13:13

12. ვიფიქრე, ახლა დამესხმებიან ფილისტიმელები გილგალში, მე კი არ შევვედრებივარ-მეთქი უფალს, თავს ვიკავებდი, მაგრამ მაინც აღვავლინე აღსავლენი მსხვერპლი.13. უთხრა სამეულმა საულს: უგუნურად მოიქეცი, რომ არ დაიცავი უფლის, შენი ღმერთის ნაბრძანები. ეს რომ არ გექნა, სამარადისოდ განამტკიცებდა უფალი შენს მეფობას ისრაელზე.14. ამიერიდან ვეღარ იმყარებს შენი მეფობა. გამოძებნის უფალი თავის სასურველ კაცს და თავისი ერის წინამძღოლობას უბრძანებს, რაკი შენ არ დაიცავი, რაც ნანაბრძანები ჰქონდა შენთვის უფალს.
1 მეფეთა თავი 13
13. უთხრა სამეულმა საულს: უგუნურად მოიქეცი, რომ არ დაიცავი უფლის, შენი ღმერთის ნაბრძანები. ეს რომ არ გექნა, სამარადისოდ განამტკიცებდა უფალი შენს მეფობას ისრაელზე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი კ̂. პავლეს მიერ სწავლაჲ ქრისტესთჳს შესაკრებელსა შინა ჰურიათასა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მიერითგან ითხოვეს მეფე და მოსცა მათ ღმერთმან საულ, ძე კისისი, კაცი ნათესავისაგან ბენიამენისა, ორმეოც წელ, და ვითარცა გარდაცვალა იგი, აღუდგინა მათ დავით მეფედ, რომელსა-იგი თავადი ეწამა, და თქუა: ვპოვე დავით ძე იესესი, კაცი გულითადი ჩემი, რომელმან ყოს ნებაჲ ჩემი (13,21-22).:

...ის მიმართი იგი სიტყუაჲ სამოელისი უფლისა მიერი; ვითარმედ — "არა დაიმარხე მცნებაჲ ჩემი, რომელ გამცნო შენ უფალმან, ამისთჳს არა დაადგრეს მეფობაჲ შენი და იძიოს უფალმან თავისა თჳსისა კაცი გულისაებრ მისისა, და დაადგინოს იგი უფალმან მთავრად ერსა თჳსსა ზედა, რამეთუ შენ არა დაიმარხე რაოდენი გამცნო შენ უფალმან" () ესე სიტყუანი მცირედ-რე შეცვალებულითა სიტყჳთა და მითვე ძალითა თქუნა აქა მოციქულმან.

მისისა მის ნათესავისაგან ღმერთმან აღთქუმისა მისებრ აღუდგინა ისრაელსა მჴსნელი იესუ, რომელსა წინაჲსწარ ქადაგებდა იოვანე წინაშე პირსა შემოსლვისა მისისასა, ნათლის-ღებასა სინანულისასა ყოვლისა მიმართ ერისა ისრაელისა (13,23-24).

თარგმანი: ვინაჲთგან სასურველად აქუნდა ჰურიათა სახელი დავითისი, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ ძე მისი არს ჴორციელად, რომელსა-ესე ჩუენ ვქადაგებთ — უფალსა იესუს, რომლისა თანა-მდებ ხართ შეწყნარებად მეუფედ თქუენ ზედა, რამეთუ ძე არს მეფისა თქუენისა დავითისი ბუნებითა ჴორცთაჲთა, ხოლო ბუნებითა ღმრთეებისაჲთა არა არაარსისაგან მოყვანებული, არამედ უჟამოდ და დაუსაბამოდ პირველ საუკუნეთა მამისა თანა მყოფი, აწ აღსასრულსა ჟამთასა მის მიერვე თქუენთჳს ჴორცთ-შესხმითა აღდგინებული, რამეთუ აღდგინება არს სახილველ-ქმნაჲ უხილავისაჲ. ამისისა მოსლვისა მოწამ...

სრულად ნახვა