მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 მეფეთა 16:1

1. უთხრა უფალმა სამუელს: როდემდის უნდა სწუხდე საულის გამო? ხომ განვაყენე იგი ისრაელზე მეფობისგან? აავსე შენი რქა ზეთით და წადი. ბეთლემელ იესესთან გგზავნი, რადგან მის შვილთა შორის დავიგულე ჩემთვის მეფე.2. თქვა სამუელმა: როგორ წავიდე? გაიგებს საული და მომკლავს. უთხრა უფალმა: წაიყვანე ხბო შენი ხელით და თქვი: უფლისთვის მსხვერპლის შესაწირავად მოვედი-თქო.
1 მეფეთა თავი 16
1. უთხრა უფალმა სამუელს: როდემდის უნდა სწუხდე საულის გამო? ხომ განვაყენე იგი ისრაელზე მეფობისგან? აავსე შენი რქა ზეთით და წადი. ბეთლემელ იესესთან გგზავნი, რადგან მის შვილთა შორის დავიგულე ჩემთვის მეფე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ე
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ე ვითარმედ არა ჯერ-არს სხუათა სათნოებასა მინდობაჲ, არამედ თავით თჳსით მოღუაწებაჲ; და მოვახშეთათჳს:

...; აღ-თუ-დგენ ნოე და იობ და დანიელ, ძენი და ასულნი მათნი ვერ განარინნენ; დაღაცათუ აბრაჰამ მამათმთავარი ევედრებოდის უკურნებელად ცოდვილთათჳს და არამოქცეულთა სინანულად, არავე ისმინოს მისი; დაღაცათუ სამოელ იყოს, ჰრქუას მას: „ნუ იგლოვ საულისთჳს“; დაღაცა-თუ დისათჳს ვინ ევედრებოდის, ვითარცა მოსე მარიამისთჳს, უკუეთუ არა ჯერ-იყოს, არა ისმინოს მისი.

არა თუ ამას ვიტყჳ, თუ ლოცვასა წმიდათასა არა აქუს ძალი. ჰე, ჭეშმარიტად დიდი ძალი აქუს! არამედ მაშინ სარგებელ არიან ჩუენდა, ოდეს ჩუენცა სინანულად მოვიქცეთ და ცოდვისაგან განვეშორნეთ. და ესე საცნაურ არს, ვითარმედ დიდი კადნიერებაჲ აქუნდა მოსეს, ამისთჳსცა იჴსნა ძმაჲ თჳსი და სამეოცი ბევრი ერისაჲ მის რისხვისაგან მოწევნულისა ღმრთისა მიერ; და დაჲ თჳსი ვერ იჴსნა. და არავე დიდი იყო მისი იგი ცთომაჲ, რამეთუ მან მოსესთჳს თქუა სიტყუაჲ შეურაცხი, ხოლო მათ ღმერთსა შესცოდეს. საძიებელ არს, თუ ვითარ იგინი მიანიჭნა მოსეს, ევედრებოდა რაჲ, და დისათჳს არა უსმინა? და რად ვიტყჳ დისათჳს? თავისა თჳსისათჳს ვერ ითხოა საქმე ერთი, არამედ ესოდენთა შრომათა შინა და ჭირთა, შემდგომად ორმეოცისა წლისა ოფლთა და ღ...

სრულად ნახვა