მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 მეფეთა 17:18

17. უთხრა იესემ დავითს, თავის ვაჟიშვილს: აიღე ეს ერთი ეფა ქუმელი, ეს ათი პური და სასწრაფოდ წაუღე შენს ძმებს ბანაკში.18. ხოლო ეს ათი თავი ყველი ათასისთავს წაუღე; მოიკითხე ძმები და მოიტანე მათი ამბავი.19. საული, ისინი და მთელი ისრაელი მუხნარის ველზე ებრძოდნენ ფილისტიმელებს.
1 მეფეთა თავი 17
18. ხოლო ეს ათი თავი ყველი ათასისთავს წაუღე; მოიკითხე ძმები და მოიტანე მათი ამბავი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ესაიას განმარტება, თავი 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2.:

...რას ნიშნავს: „შენ და დაშთომილი იასუთ, ძე შენი“ ()? ებრაელთა ენაზე იასუბი ეწოდება მოქცევასაც და ცხოვრების წესსაც. ამიტომაც იესემ, როცა დავითს აგზავნიდა, თქვა: „და მათ იასუბს მიიღებ“ ()2; ესე იგი, მათ ცხოვრებას შემატყობინებ და იმასაც, რას საქმიანობენ და როგორ ცხოვრობენ.

3.

აქაც, მაშასადამე, ვფიქრობ, წინასწარმეტყველს ებრძანება, თან ბევრი ხალხი წაიყვანოს, რათა, როცა მოვლენები აღსრულდება, მეფეს უმადურობის საბაბი არ ჰქონდეს, თითქოს წინასწარმეტყველისგან ამ ყოველივეს შესახებ არაფერი გაეგონოს. მაშ, რასაც ამბობს, ესაა: „გამოდი შესახვედრად, შენ და შენთან ერთად დაბრუნებულნი, ხალხისგან დარჩენილნი“ ()3. ნუ გაგიკვირდება, თუ ხალხს მის ძედ უწოდებს; რადგან ცოტა ქვემოთ ამბობს: **„...

სრულად ნახვა