...** (). განა ვერ ხედავთ, რომ არც იარაღი ამიღია და ჯარის რიგებშიც არ დავმდგარვარ? უბრალოდ მინდოდა შემეხედა და შემეტყო, ამ ადამიანს ასეთი უზომო სიამაყე საიდან აქვს: „ანუ ვინ არს წინადაუცვეთელი ისი, რომელი გამოსრულ არს მაყუედრებელად ერსა უფლისა ცხოველისასა?" (). შემდეგ, მისი უკიდურესად ამპარტავანი სიტყვების მოსმენისა და საულთან მყოფთა გამოუთქმელი შიშის ხილვისას ამბობს: რა სიკეთეს გაუკეთებთ იმ კაცს, ვინც ამ უცხოთესლს მოკლავს ()? და ასეთი სიტყვებით თავისი სულის დიდი სიმამაცე რომ გამოავლინა, ყველა განცვიფრებაში მოიყვანა. საულმა, ამის შეტყობისას, თავისთან მოიხმო ჭაბუკი, რომელმაც მწყემსობის გარდა სხვა არაფერი იცოდა, და მისი ასაკი რომ დაინახა, ზიზღი გამოხატა. მაგრამ როცა მისგან გაიგო, როგორ უმკლავდებოდა დათვებს, როცა ისინი ფარას ესხმოდნენ (არა დიდებისმოყვარეობამ უბიძგა ამ დიდებულ კაცს ამის თხრობა, არამედ აუცილებლობამ, რომ საულშიც სიმამაცე ჩაებერა და მისი ყურადღება არა გარეგნულ უძლურებაზე, არამედ შიგნით დაფარულ რწმენასა და ზეციურ შეწევნაზე მიეპყრო, რომლითაც იგი — ჭაბუკი — კაცებზე ძლიერი იყო, უიარაღო — შეიარაღებულებზე, მწყემსი — მეომრებზე), —...
1 მეფეთა 17:26
25. ამბობდნენ ერთმანეთში ისრაელიანები: ხედავთ ამ კაცს, რომ აღზევებულა? ისრაელის შესარცხვენად აღზევდა იგი. მის მძლეველს დოვლათით აავსებს მეფე, თავის ასულს მიათხოვებს ცოლად და მამამისის სახლს გაააზაგებს ისრაელში.26. ჰკითხა დავითმა ახლოს მდგარ კაცებს: რა ბედი ეწევა კაცს, ვინც იმ ფილისტიმელს დაამარცხებს და სირცხვილს მოხოცავს ისრაელს? რადგან ვინ არის ეგ წინდაუცვეთელი ფილისტიმელი, ასეთ სირცხვილში რომ აგდებს დღეს ღვთის რაზმებს?27. უთხრა მას ხალხმა იგივე სიტყვები: ასეთი და ასეთი ბედი ეწევაო კაცს, ვინც მას დაამარცხებს.
1 მეფეთა თავი 17