მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 მეფეთა 17:45

44. უთხრა ფილისტიმელმა დავითს: ახლოს მოდექი, რომ ცის ფრინველებს და ველის მხეცებს გადავუგდო შენი გვამი.45. უთხრა დავითმა ფილისტიმელს: შენ ხმლით, შუბითა და ფარით გამოდიხარ ჩემთან, მე კი ცაბაოთ უფლის, ისრაელის მხედრობის ღმერთის სახელით გამოვდივარ, რომელიც შენ შეურაცხყავი.46. დღეს ჩამაგდებინებს ხელში შენს თავს უფალი და დაგამარცხებ, თავს მოგაცლი და ფილისტიმელთა გვამებს ცის ფრინველთ და მიწის ცხოველებს გადავუყრი დღეს, რათა გაიგოს მთელმა ქვეყანამ, რომ ჰყავს ისრაელს ღმერთი.
1 მეფეთა თავი 17
45. უთხრა დავითმა ფილისტიმელს: შენ ხმლით, შუბითა და ფარით გამოდიხარ ჩემთან, მე კი ცაბაოთ უფლის, ისრაელის მხედრობის ღმერთის სახელით გამოვდივარ, რომელიც შენ შეურაცხყავი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 117-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. უფლის სახელით ძლევა გამოუვალობაში:

...ა ენახა, უფრო მეტად არ დაემართებოდა ეს? ამიტომ, როცა საქმეები ადამიანური სასოების მხრივ უიმედოდ ჩაითვლება, მაშინ მოიტანს თავისგან მომდინარე მოკავშირეობას. ეს გააკეთა გოლიათის შემთხვევაშიც (); ესვე - მოციქულების შემთხვევაშიც. ამიტომ პავლეც ამბობდა: „არამედ თჳთ თავით თჳსით განჩინებაჲ იგი სიკუდილისაჲ მოგუეღო, რაჲთა არა ვესვიდეთ თავთა ჩუენთა, არამედ ღმერთსა, რომელმან-იგი აღადგინნის მკუდარნი,“ (). „ძალი ჩემი და გალობაჲ ჩემი უფალი და მეყო მე იგი მაცხოვარ.“ ().

თითქოს ამბობდა: თვითონ გახდა ჩემი ძალა და შეწევნა. რას ნიშნავს, როცა ამბობს: „გალობაჲ ჩემი“ ()? ჩემი დიდებაა, ჩემი ქებაა, ჩემი სამკაულია, ჩემი ბრწყინვალებაა. რადგან მხოლოდ საფრთხ...

სრულად ნახვა