...მამაჲ ჩემი“? ნუუკუე წინააღუდგებოდესა ურთიერთას სიტყუანი მისნი? ნუ იყოფინ! არამედ ფრიადცა ეწამებოდეს. არამედ რაჟამს იტყოდის, თუ: „არა მიცით“, სხუასა ცნობასა იტყჳს აქა, ვითარცა-იგი წერილ არს, ვითარმედ: „ძენი ელისნი, ძენი უშჯულონი, რომელთა არა იცოდეს უფალი“; და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „ისრაჱლმან მე არა მიცნა“; ვითარცა კუალად მოციქული პავლე იტყჳს, ვითარმედ: „ღმერთსა იტყჳან ცნობად, ხოლო საქმითა უარ-ჰყოფენ“. და ეგების-მეა ცნობაჲ და არაცნობაჲ ერთისა საქმისაჲ? გარნა ესე ამას იტყჳს, თუ: მე მიცით და იცითო, ვითარმედ ძჱ ვარ ღმრთისაჲ, რამეთუ „თუ ვინაჲ ვარ“ არა ადგილსა იტყჳს აქა, და საცნაურ არს შემდგომისა მის სიტყჳსაგან, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „თავით ჩემით არა მოსრულ ვარ, არამედ არს ჭეშმარიტ, რომელმან მომავლინა მე, რომელი თქუენ არა იცით“. უცნებასა აქა საქმეთამიერსა იტყჳს სიტყჳსა მისებრ პავლესა, ვითარმედ: „ღმერთსა იტყჳან ცნობად, და საქმე-თა მიერ უარ-ჰყოფენ“. და არა უცნებელობისაგან იყო ცოდვაჲ, არამედ უკეთურებისაგან და ბოროტისა გონებისა. და ესე იცოდეს და არა ცნობაჲ ენება. გარნა რომელი შეწყობაჲ აქუს სი...
11. წავიდა ელკანა რამათს, თავის სახლში, ყმაწვილი კი მღვდელ ელისთან დარჩა უფლის მსახურად.12. უგვანები იყვნენ ელის ვაჟები: არც უფალი იცოდნენ13. და არც მღვდლობის მოვალეობა ხალხის წინაშე. როცა კი ვინმე საკლავს დაკლავდა, მივიდოდა ხორცის ხარშვისას ახალგაზრდა მღვდელი სამკაპით ხელში,
1 მეფეთა თავი 2