მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 მეფეთა 2:28

27. მივიდა ერთი ღვთისკაცი ელისთან და უთხრა: ასე თქვა უფალმა: ხომ გამოვეცხადე მამაშენის სახლს ეგვიპტეში, ფარაონის სახლში ყოფნისას?28. ჩემთვის გამოვარჩიე იგი ისრაელის ყველა შტოდან ჩემს მღვდლად, რომ ასულიყო ჩემს სამსხვერპლოზე საკმევლის საკმევად, რომ ეფოდი ეტარებინა ჩემს წინაშე. მე განვუკუთვნე მამაშენის სახლს ისრაელიანთა მთელი საცეცხლო მსხვერპლი.29. რატომ წიხლავთ ჩემს მსხვერპლს და შესაწირავს, ტაძრისთვის რომ დავაწესე? რატომ ამჯობინე ჩემს თავს შენი შვილები, რომ სუქდებით ისრაელის, ჩემი ერის შესაწირავის ნათავარით?
1 მეფეთა თავი 2
28. ჩემთვის გამოვარჩიე იგი ისრაელის ყველა შტოდან ჩემს მღვდლად, რომ ასულიყო ჩემს სამსხვერპლოზე საკმევლის საკმევად, რომ ეფოდი ეტარებინა ჩემს წინაშე. მე განვუკუთვნე მამაშენის სახლს ისრაელიანთა მთელი საცეცხლო მსხვერპლი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. სახარების ნიჭი და მღვდლობის პატივი:

...ართლებელი. არამედ მსურს, ეს ყველაფერი თვით თქვენთვის მოხდეს. რადგან როცა წინამძღვრებს მართულნი პატივს სცემენ, ესეც მათ წინააღმდეგ ითქმის, როგორც ელის მიმართ ამბობდა: „და გამოვირჩიე სახლი მამისა შენისა ყოველთაგან ტომთა ისრაჱლისათა“ (); ხოლო როცა შეურაცხყოფენ, როგორც სამუელის დროს, ამბობს: „რამეთუ არა შენ შეურაცხ-გყვეს, არამედ მე“ (). ამიტომ შეურაცხყოფა მათთვის სარგებელია, პატივი კი ტვირთი. ამიტომ ამას მათთვის კი არ ვამბობ, არამედ თვით თქვენთვის.

ვინც მღვდელს პატივს სცემს, ღმერთსაც პატივს სცემს; ხოლო ვინც მღვდლის შეურაცხყოფას ისწავლის, გზაზე წინსვლისას ოდესღაც ღმერთსაც შეურაცხყოფს. ამბობს: „რომელმან შეგიწყნარნეს თქუენ, მე შემიწყნარა“ (); და კიდევ: „მღვდლები მისი პატივცემულად გყავდეს“ ()...

სრულად ნახვა