მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 მეფეთა 28:15

14. უთხრა სამუელმა საულს: რისთვის შემაწუხე, რომ ამომიყვანე? უთხრა საულმა: ძალიან მიჭირს. ფილისტიმელები მებრძვიან, ღმერთი კი განმიდგა და პასუხს აღარ მცემს, არც წინასწარმეტყველთა პირით და არც სიზმრებში. შენ ამოგიხმე, რომ მასწავლო, როგორ მოვიქცე.15. უთხრა სამუელმა: მე რისთვის მეკითხები, როცა უფალი განგიდგა და მტრად გექცა?16. ყველაფერს აგისრულებს უფალი, რაც ბრძანა ჩემი პირით; გამოგგლეჯს ხელიდან სამეფოს და მისცემს შენს თვისტომს დავითს.
1 მეფეთა თავი 28
15. უთხრა სამუელმა: მე რისთვის მეკითხები, როცა უფალი განგიდგა და მტრად გექცა?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 140-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
7.:

...უნური საბაბი იყო; ამიტომ მივიდა ნათელ გამართლებამდე და თქვა: „ვცოდე“ (). მაგრამ საული ასე არ მოიქცა; როდესაც მუცლითმეტყველთან მისვლის გამო ამხილებდნენ, ამბობდა: „ურვილ ვარ მე ფრიად და უცხოთესლნი იგი მბრძვანან მე“ (). სწორედ ამის გამო ის განსაკუთრებით ისჯებოდა. რადგან უნდა ეთქვა: „ვცოდე“ და „ურჯულოება ჩავიდინე“; მან კი ეს არ თქვა, არამედ აქეთ-იქით დადიოდა და უგუნურ საბაბებს ეძებდა. „კაცთა თანა, რომელნი იქმან უსჯულოებასა“ (). ეს დაუმატა, რათა ეჩვენებინა, რომ სწორედ იმ ადამიანებს ახასიათებთ ყველაზე მეტად საბაბების ძიება და ურცხვობა.

სწორედ ამის გამო დავითიც გამუდმებით ამას სათნოებად წარმოაჩენს — ასეთი კრებულებისგან გაქცევას; უფრო მეტიც, მთელი წიგნიც აქედან იწყება, როცა ამბობს: **„ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა ა...

სრულად ნახვა