1 მეფეთა 4:17
16. უთხრა კაცმა ელის: ლაშქრიდან მოვდივარ, დღეს გამოვიქეცი ლაშქრიდან. ჰკითხა ელიმ: რა ამბავი იყო, შვილო?17. მიუგო მაცნემ და უთხრა: უკუექცა ისრაელი ფილისტიმელებს. სასტიკად დამარცხდა ხალხი, შენი ორი ვაჟიც - ხოფნი და ფინხასი დაიხოცნენ და ღვთის კიდობანიც წაღებულია.18. როგორც ახსენა მან ღვთის კიდობანი, უკან გადაიქცა ელი საკარცხულიდან კარისკენ, ხერხემალი გადაუტყდა და მოკვდა, რადგან მოხუცებული იყო და მძიმე. ორმოც წელიწადს მსაჯულობდა იგი ისრაელში.
1 მეფეთა თავი 4