...გონებებს აძლევს, რომლებსაც ჭაბუკები სიამოვნებით მისდევენ, მხოლოდ ამჟამინდელ ტკბობას ხედავენ და მომავალ მწუხარებაზე არ ფიქრობენ. მაშ, გევედრებით, ხელი გაუწოდეთ შვილებს, რომ მათი საქციელის გამო ჩვენ თავად არ დავისაჯოთ. ნუთუ არ იცით, რა განიცადა მოხუცმა ელიმ, რომელიც შვილების ნაკლოვანებებს სათანადოდ არ ასწორებდა ()? როცა ავადმყოფობა ჭრილობას მოითხოვს, ექიმს კი რაღაც მალამოთი სურს განკურნოს, ავადმყოფობა განუკურნებელი შეიძლება გახდეს, რადგან შესაბამისი წამალი არ გამოიყენეს. ასევე, ის მოხუცი, იმის ნაცვლად, რომ შვილების დანაშაულის შესაბამისი ზომებით ემოქმედა, ზედმეტ სიმშვიდეს იჩენდა; ამიტომაც თავად მათთან ერთად დაისაჯა. შეუშინდით ამ მაგალითს, გევედრებით; შვილები რომ გყავთ, მათ აღზრდაზე ვიზრუნოთ. საერთოდ, ყველა თანამცხოვრები მოყვასის სარგებლისთვის იზრუნოს და მას საკუთარი თავისთვის უდიდეს მონაპოვრად მიიჩნევდეს, რათა ყოველმა, სათნოებისკენ წარმართულმა, ბოროტების ცდუნებაც აირიდოს და სათნოების მიღწევით ზეციდან დიდი კეთილგანწყობა მოიპოვოს, რისი ღირსნიც ყველანი გავხდეთ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
1 მეფეთა 4:18
17. მიუგო მაცნემ და უთხრა: უკუექცა ისრაელი ფილისტიმელებს. სასტიკად დამარცხდა ხალხი, შენი ორი ვაჟიც - ხოფნი და ფინხასი დაიხოცნენ და ღვთის კიდობანიც წაღებულია.18. როგორც ახსენა მან ღვთის კიდობანი, უკან გადაიქცა ელი საკარცხულიდან კარისკენ, ხერხემალი გადაუტყდა და მოკვდა, რადგან მოხუცებული იყო და მძიმე. ორმოც წელიწადს მსაჯულობდა იგი ისრაელში.19. მისი რძალი, ფინხასის ცოლი, მოსალოგინებელი იყო, როცა გაიგო, ღვთის კიდობნის წაღების და თავისი მამამთილისა და ქმრის დახოცვის ამბავი, მუხლებზე დავარდა და შვა, რადგან უწია შობის ჟამმა.
1 მეფეთა თავი 4