1 მეფეთა 4:19
18. როგორც ახსენა მან ღვთის კიდობანი, უკან გადაიქცა ელი საკარცხულიდან კარისკენ, ხერხემალი გადაუტყდა და მოკვდა, რადგან მოხუცებული იყო და მძიმე. ორმოც წელიწადს მსაჯულობდა იგი ისრაელში.19. მისი რძალი, ფინხასის ცოლი, მოსალოგინებელი იყო, როცა გაიგო, ღვთის კიდობნის წაღების და თავისი მამამთილისა და ქმრის დახოცვის ამბავი, მუხლებზე დავარდა და შვა, რადგან უწია შობის ჟამმა.20. როცა კვდებოდა, ეუბნებოდნენ თავზე მდგომნი: ნუ გეშინია, რადგან ვაჟი გეყოლაო, მაგრამ ქალი არ პასუხობდა, უგრძნობი იყო მისი გული.
1 მეფეთა თავი 4