მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 მეფეთა 8:7

6. არ მოეწონა ეს ამბავი სამუელს, როცა თქვეს, მეფე მოგვეციო მსაჯულად. მაშინ შეევედრა სამუელი უფალს.7. უთხრა უფალმა სამუელს: შეისმინე ხალხის ყოველი სიტყვა, რასაც გეტყვის, რადგან შენ კი არ უარგყვეს, არამედ მე უარმყვეს თავიანთ მეფედ.8. როგორც იქცეოდნენ იმ დღიდან, როცა ეგვიპტიდან გამოვიყვანე, დღემდე, როცა დამივიწყეს და უცხო ღმერთებს დაემონენ, ასევე გექცევიან შენც.
1 მეფეთა თავი 8
7. უთხრა უფალმა სამუელს: შეისმინე ხალხის ყოველი სიტყვა, რასაც გეტყვის, რადგან შენ კი არ უარგყვეს, არამედ მე უარმყვეს თავიანთ მეფედ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. სახარების ნიჭი და მღვდლობის პატივი:

...ინამძღვრებს მართულნი პატივს სცემენ, ესეც მათ წინააღმდეგ ითქმის, როგორც ელის მიმართ ამბობდა: „და გამოვირჩიე სახლი მამისა შენისა ყოველთაგან ტომთა ისრაჱლისათა“ (); ხოლო როცა შეურაცხყოფენ, როგორც სამუელის დროს, ამბობს: „რამეთუ არა შენ შეურაცხ-გყვეს, არამედ მე“ (). ამიტომ შეურაცხყოფა მათთვის სარგებელია, პატივი კი ტვირთი. ამიტომ ამას მათთვის კი არ ვამბობ, არამედ თვით თქვენთვის.

ვინც მღვდელს პატივს სცემს, ღმერთსაც პატივს სცემს; ხოლო ვინც მღვდლის შეურაცხყოფას ისწავლის, გზაზე წინსვლისას ოდესღაც ღმერთსაც შეურაცხყოფს. ამბობს: „რომელმან შეგიწყნარნეს თქუენ, მე შემიწყნარა“ (); და კიდევ: „მღვდლები მისი პატივცემულად გყავდეს“ ()2. აქედან ისწავლეს იუდეველებმა ღმერთის შეურაცხყოფა, რადგან მოსე შეურაცხყვეს, რადგან მას ქვებ...

სრულად ნახვა