1 ნეშტთა 19:2
1. ამის შემდეგ იყო, რომ მოკვდა ყამონიანთა მეფე ნახაშ ყამონის ძე და გამეფდა მისი ძე მის ნაცვლად.2. თქვა დავითმა: წყალობას ვუყოფ ხანუნ ნახაშის ძეს, როგორც მამამისი მწყალობდა. და გაგზავნა დავითმა მოციქულები სანუგეშებლად მამის გამო. მივიდნენ დავითის მორჩილნი ყამონიანთა ქვეყანაში.3. უთხრეს ყამონიანთა მთავრებმა ხანუნს: ნუთუ მამაშენის პატივისცემის გამო გიგზავნის დავითი ნუგეშისმცემლებს? იქნებ იმისთვის გამოგზავნა დავითმა თავისი მორჩილნი, რომ დაზვეროს ქვეყანა, მიათვალ-მოათვალიეროს და მერე დააქციოს?
1 ნეშტთა თავი 19