1 ნეშტთა 19:3
2. თქვა დავითმა: წყალობას ვუყოფ ხანუნ ნახაშის ძეს, როგორც მამამისი მწყალობდა. და გაგზავნა დავითმა მოციქულები სანუგეშებლად მამის გამო. მივიდნენ დავითის მორჩილნი ყამონიანთა ქვეყანაში.3. უთხრეს ყამონიანთა მთავრებმა ხანუნს: ნუთუ მამაშენის პატივისცემის გამო გიგზავნის დავითი ნუგეშისმცემლებს? იქნებ იმისთვის გამოგზავნა დავითმა თავისი მორჩილნი, რომ დაზვეროს ქვეყანა, მიათვალ-მოათვალიეროს და მერე დააქციოს?4. შეიპყრო ხანუნმა დავითის მორჩილნი და ნახევარი წვერი მოპარსა, წელამდე შემოაჭრა ნახევარი სამოსელი და გაისტუმრა.
1 ნეშტთა თავი 19