1 ნეშტთა 19:4
3. უთხრეს ყამონიანთა მთავრებმა ხანუნს: ნუთუ მამაშენის პატივისცემის გამო გიგზავნის დავითი ნუგეშისმცემლებს? იქნებ იმისთვის გამოგზავნა დავითმა თავისი მორჩილნი, რომ დაზვეროს ქვეყანა, მიათვალ-მოათვალიეროს და მერე დააქციოს?4. შეიპყრო ხანუნმა დავითის მორჩილნი და ნახევარი წვერი მოპარსა, წელამდე შემოაჭრა ნახევარი სამოსელი და გაისტუმრა.5. და წავიდნენ. შეატყობინეს დავითს ამ კაცების ამბავი. გაგზავნა კაცები მათ შესაგებებლად, რადგან ძალზე შეურაცხყოფილნი იყვნენ. უთხრა მეფემ: იერიქონში დარჩით, ვიდრე წვერი მოგეზრდებოდეთ და მერე დაბრუნდით.
1 ნეშტთა თავი 19