მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 ნეშტთა 21:17

16. გაიხედა და დაინახა დავითმა ცასა და დედამიწას შუა მდგარი უფლის ანგელოზი, ხელში თავისი გაშიშვლებული მახვილი ეჭირა, იერუსალიმზე დაღირებული. დავითი და უხუცესნი, სახეშებურვილნი, პირქვე დაემხვნენ.17. უთხრა დავითმა ღმერთს: ხალხის აღრიცხვა ხომ მე ვბრძანე? მე შევცოდე, მე ჩავიდინე ბოროტება, ამ ცხვრებმა რაღა დააშავეს? უფალო, ღმერთო ჩემო, ჩემზე და მამაჩემის სახლზე იყოს შენი ხელი, ოღონდაც შენს ერზე ნუ იქნება მისდა დასაღუპად.18. უფლის ანგელოზმა დავითისთვის სათქმელად უთხრა გადს: ადგეს და უფლის სამსხვერპლო ააგოს დავითმა ორნან იებუსელის კალოზე.
1 ნეშტთა თავი 21
17. უთხრა დავითმა ღმერთს: ხალხის აღრიცხვა ხომ მე ვბრძანე? მე შევცოდე, მე ჩავიდინე ბოროტება, ამ ცხვრებმა რაღა დააშავეს? უფალო, ღმერთო ჩემო, ჩემზე და მამაჩემის სახლზე იყოს შენი ხელი, ოღონდაც შენს ერზე ნუ იქნება მისდა დასაღუპად.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 140-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
7.:

...ფსალმ 1:1–2). სწორედ ამიტომ ხედავ მას ყოველთვის გონიერად განწყობილს საკუთარი ცოდვების მიმართ. როცა ხალხი აღრიცხა, ამბობდა: „მე ვარ, რომელმან ვცოდე და ბოროტის-ყოფით ბოროტი ვქმენ მწყემსმან“ (). არ უთქვამს: „რა მოხდა, რომ აღვრიცხე?“ არამედ საკუთარ თავს სდებს მსჯავრს და ამიტომ შენდობასაც იღებს. რადგან არაფერს ძალუძს ისე მოწყალედ განაწყოს ღმერთი, როგორც საკუთარი ცოდვების აღიარებას. საკუთარი ცოდვების აღიარება კი მაშინ მოხდება, თუ გავექცევით იმ კრებულებს, რომლებიც ცოდვებიდან მომდინარე შიშს ადუნებენ და მცონარებაში გვაგდებენ.

ამიტომ პავლეც და იერემიაც ამაზე ბევრს ლაპარაკობენ: ორივე გვიბრძანებს, გავექცეთ ბოროტთა და ამგვარად მცონარეთა თანამყოფობას. იობიც ამას სათნოების რიგში აყენებს, როცა ამბობს: „უკუეთუ სრულ ვიყავ მე მლაღობელთა თანა“ ()....

სრულად ნახვა