1 ნეშტთა 26:30
29. იცჰარელთაგან ქენანიაჰუ და მისი ძმები ისრაელში საგარეო სამსახურზე იყვნენ გამწესებულნი მზირებად და მსაჯულებად.30. ხებრონელთაგან: ხაშაბიაჰუ და მისი ძმები, მაგარი ვაჟკაცები, ათას შვიდასნი, დანიშნულნი იყვნენ ისრაელზე იორდანის გაღმიდან დასავლეთამდე, უფლის ყოველგვარი საქმისათვის და მეფის ყოველგვარი სამსახურისთვის.31. ხებრონელებს იერია ხებრონელი ჰყავდათ თავკაცად თავიანთ გვარ-ტომში, მამისსახლში. დავითის მეფობის მეორმოცე წელს გამოიკითხეს და მათ შორის მაგარი ვაჟკაცები აღმოაჩინეს გალაადის იაყზერში.
1 ნეშტთა თავი 26