1 ნეშტთა 26:31
30. ხებრონელთაგან: ხაშაბიაჰუ და მისი ძმები, მაგარი ვაჟკაცები, ათას შვიდასნი, დანიშნულნი იყვნენ ისრაელზე იორდანის გაღმიდან დასავლეთამდე, უფლის ყოველგვარი საქმისათვის და მეფის ყოველგვარი სამსახურისთვის.31. ხებრონელებს იერია ხებრონელი ჰყავდათ თავკაცად თავიანთ გვარ-ტომში, მამისსახლში. დავითის მეფობის მეორმოცე წელს გამოიკითხეს და მათ შორის მაგარი ვაჟკაცები აღმოაჩინეს გალაადის იაყზერში.32. მათი ძმანი, მაგარი ვაჟკაცები, ორიათას შვიდასნი იყვნენ - მამისსახლის თავკაცნი. დავით მეფემ ისინი რეუბენიანებში, გადელებში და მენაშეს ტომის ნახევარში გაამწესა ღვთის ყველა საქმისთვის და სამეფო საქმისთვის.
1 ნეშტთა თავი 26