1 ნეშტთა 29:1
1. უთხრა დავით მეფემ მთელ კრებულს: სოლომონი, ჩემი ძე, რომელიც უფალმა ამოირჩია, ნორჩია და სუსტი, ეს საქმე კი ძალზე დიდია, რადგან ეს შენობა კაცისთვის კი არ არის, არამედ უფლისთვის, ღვთისთვის.2. რაც კი შემეძლო ყველაფერი მოვამზადე უფლის სახლისთვის: ოქრო ოქროს ნივთებისთვის, ვერცხლი ვერცხლის ნაკეთობებისთვის, სპილენძი სპილენძისთვის,რკინა რკინეულისთვის, ხე-ტყე ხე-ტყის მასალისთვის, აგრეთვე ონიქსის ქვები, ბუდეებში ჩასმული ქვები, ლამაზი და ფერად-ფერადი ქვები, ყველანაირი ძვირფასი ქვები და მარმარილოს ლოდები უამრავი.
1 ნეშტთა თავი 29