1 ნეშტთა 29:2
1. უთხრა დავით მეფემ მთელ კრებულს: სოლომონი, ჩემი ძე, რომელიც უფალმა ამოირჩია, ნორჩია და სუსტი, ეს საქმე კი ძალზე დიდია, რადგან ეს შენობა კაცისთვის კი არ არის, არამედ უფლისთვის, ღვთისთვის.2. რაც კი შემეძლო ყველაფერი მოვამზადე უფლის სახლისთვის: ოქრო ოქროს ნივთებისთვის, ვერცხლი ვერცხლის ნაკეთობებისთვის, სპილენძი სპილენძისთვის,რკინა რკინეულისთვის, ხე-ტყე ხე-ტყის მასალისთვის, აგრეთვე ონიქსის ქვები, ბუდეებში ჩასმული ქვები, ლამაზი და ფერად-ფერადი ქვები, ყველანაირი ძვირფასი ქვები და მარმარილოს ლოდები უამრავი.3. ამასთან ერთად, ჩემი უფლის სახლის სიყვარულის გამო, მაქვს ოქროსა და ვერცხლის საუნჯე, რომელსაც ღვთის სახლს ვწირავ, ყოველივე იმის გარდა, რაც წმიდა სახლისთვის მაქვს მომზადებული.
1 ნეშტთა თავი 29