მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 პეტრეს წერილი 1:5

4. რათა დაიმკვიდროთ უხრწნელი, წმიდა და უჭკნობი სამკვიდრო, ცაში გამზადებული თქვენთვის,5. რომელნიც ღვთის ძალისა და რწმენის წყალობით დაცული ხართ ცხონებისათვის, რაც მზადაა გამოცხადდეს უკანასკნელ ჟამს6. და რასაც შეჰხარით, თუმცა ამჟამად, ცოტა არ იყოს, შეჭირვებულნი იქნებით სხვადასხვაგვარი განსაცდელით,
1 პეტრეს წერილი თავი 1
5. რომელნიც ღვთის ძალისა და რწმენის წყალობით დაცული ხართ ცხონებისათვის, რაც მზადაა გამოცხადდეს უკანასკნელ ჟამს
თავი ა̂. ქრისტეს მიერ მეორედ შობისათჳს და მოთმინებისა განსაცდელთაჲსა, და ცხორება-შემოსილისა სარწმუნოებისათჳს, წინაჲსწარ ქადაგებულისა წინაჲსწარმეტყუელთა მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელნი-ეგე ძალითა ღმრთისაჲთა მოცვულ ხართ სარწმუნოებითა ცხორებასა მას განმზადებულსა გამოჩინებად ჟამსა მას უკუანაჲსკნელსა (1,5).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ ქადაგებაჲ ესე ცხორებისა საუკუნოჲსაჲ თქუენდა მიმართ ბრძანებულ არს ჩუენდა, რომელნი-ეგე ვითარცა ზღუდითა მტკიცითა გარემოცვულ ხართ ძალისა მიერ ღმრთისა, მონიჭებითა თქუენდა შეუორგულებელისა სარწმუნოებისაჲთა, რომლისა მიერ უწყით, ვითარმედ არა აქა არს ჭირთაგან განსუენებაჲ თქუენი, არამედ მერმესა მას განმზადებულ არს, და აწ დაფარული იგი ქრისტეს თანა — მის თანავე გამოცხადნების დიდებით მეორედ მოსლვასა ` მისსა, დღესა მას უკუანაჲსკნელსა და ყოველთა მიერ ზარის-საჴდელსა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის