მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 პეტრეს წერილი 1:7

6. და რასაც შეჰხარით, თუმცა ამჟამად, ცოტა არ იყოს, შეჭირვებულნი იქნებით სხვადასხვაგვარი განსაცდელით,7. რათა თქვენი რწმენის გამოცდა, გაცილებით უფრო ფასეული, ვიდრე გამოცდა ოქროსი, თავისი ხრწნადობის მიუხედავად ცეცხლში რომ გამოიცდება, - საქები, სადიდებელი და სასახელო აღმოჩნდეს თქვენთვის, როდესაც გამოგეცხადებათ იესო ქრისტე,8. რომელიც არ გინახავთ და გიყვართ, ვერც ახლა ხედავთ, მაგრამ გწამთ და ენით უთქმელი და დიდი სიხარულით ხარობთ,
1 პეტრეს წერილი თავი 1
7. რათა თქვენი რწმენის გამოცდა, გაცილებით უფრო ფასეული, ვიდრე გამოცდა ოქროსი, თავისი ხრწნადობის მიუხედავად ცეცხლში რომ გამოიცდება, - საქები, სადიდებელი და სასახელო აღმოჩნდეს თქვენთვის, როდესაც გამოგეცხადებათ იესო ქრისტე,
თავი ა̂. ქრისტეს მიერ მეორედ შობისათჳს და მოთმინებისა განსაცდელთაჲსა, და ცხორება-შემოსილისა სარწმუნოებისათჳს, წინაჲსწარ ქადაგებულისა წინაჲსწარმეტყუელთა მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომლითა გიხარის აწ მცირედ, უკუეთუ ჯერარს, რომელნი-ეგე შეწუხებულ იყვენით მრავალფერთა შინა განსაცდელთა, რაჲთა გამოცდილებაჲ იგი სარწმუნოებისა თქუენისაჲ უპატიოსნეს უფროჲს ოქროჲსა მის წარწყმედადისა, ცეცხლისა მიერ გამოცდილისა იპოოს, საქებელად და დიდებად და პატივად გამოჩინებასა იესუ ქრისტესსა (1,6-7).:

თარგმანი: უხარის მართალთა ჭირი ესე აქა მცირედ ჟამისაჲ, რაჲთა საუკუნოდ გჳრგჳნოსან იქმნნენ. ხოლო ცოდვილთა აქა შუებითა საუკუნოჲ ენივთების სიმძიმე ტანჯვისაჲ. რამეთუ არცა ცოდვილთა ყოველივე აქა მიეგებვის, რაჲთა არა აღდგომისა მიმართ ვინმე ურწმუნო იქმნნენ, არცა ყოველივე მართალნი აქა ძჳრ-ხილულ არიან, რაჲთა არა სათნოებაჲ საძაგელ და სიბოროტე საქებელ იქმნეს, არამედ მცირედნი ვინმე ცოდეილთაგანნიცა იტანჯებიან აქა, ანუ შესანანებელად ბრალთა, ანუ წინდად მერმისა მის სატანჯველისა; და კუალად, მცირედთა ვიეთმე სათნოებისათჳს აქავე მიეცემის პატივი და დიდებაჲ, წინა-მომასწავებელად საუკუნოჲსა დიდებისა და პატივისა. ხოლო არცა ყოველნი ცოდვილნი, არცა ყოველნი მართალნი მიიღებენ აქა საქმეთაებრსა მისაგებელსა, რაჲთა ჩუენ ვისწავოთ, ვითარმედ უკუანაჲსკნელისა მის და მერმისა სამშჯავროჲსათჳს დამარხულ არს დღე საქმეთაებრისა მისაგებელისაჲ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის