მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 პეტრეს წერილი 2:1

1. მაშ, განიშორეთ ყოველგვარი უკეთურება, ყოველგვარი ზაკვა, პირფერობა, შური და ყოველგვარი ავსიტყვაობა.2. როგორც ახალშობილმა ყრმებმა შეიყვარეთ სუფთა სულიერი რძე, რათა მისი მეოხებით იზარდოთ ხსნისთვის.
1 პეტრეს წერილი თავი 2
1. მაშ, განიშორეთ ყოველგვარი უკეთურება, ყოველგვარი ზაკვა, პირფერობა, შური და ყოველგვარი ავსიტყვაობა.
თავი გ̂. რაჲთა ღირსად შვილებისა მის ქრისტეს მიერისა ვცხონდებოდით და სარგებელისათჳს გარეშეთაჲსა დიდებად ღმრთისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus

მოციქულისაჲ: ხოლო ესე არს სიტყუაჲ იგი, რომელი გეხარა თქუენ: განიშორეთ უკუე ყოველი უკეთურებაჲ და ყოველი ზაკუვაჲ და ორგულებაჲ და შური და ყოველივე ძჳრის სიტყუაჲ, ვითარცა აწინდელ შობილთა ყრმათა, სიტყჳერისა მის უზაკუველისა სძისა გსუროდენ, რაჲთა მას შინა აღორძნდეთ საცხორებელად (1,25; 2,1-2).

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო წარმოთქუა ძალი ქადაგებისა და მეორედ შობისაჲ, ამისთჳს აწ იტყჳს თუ ვითარნი ჯერ-არიან შემწყნარებელნი მისნი, განშორებულნი ყოვლისა ბოროტისაგან და ძუელთა მათ ბილწთა საქმეთა ჩუეულებისა, და ესრეთ უზაკუველისა მის სძისა მივრბიოდით, რომელ არს თავად-თავადი მუჴლედობაჲ საუფლოთა მოძღურებათაჲ, რომელნი-იგი არიან სახარებასა შინა მოკლეობით და სრულებით, ვითარ-იგი არს: მიუტევეთ და მოგეტევნენ; ნუ განიკითხავთ და არა განიკითხნეთ. ესე და ესევითარნი უჴმან სასწავლოდ ქრისტეს მიერ ჩჩჳლსა, რაჲთა მარტივობითა და მუჴლედობითა ადვილ იყოს მისსა სასწავლელად; რამეთუ, დაღაცათუ სრულებაჲ ჩუენი ჰნებავს საღმრთოსა შჯულსა, არამედ მცირედ-მცირედ აღზრდითა და ძალითი-ძალად აღსლვითა.

მოციქულისაჲ: უკუეთუ გემოჲ გიხილავს, რამეთუ ტკბილ არს უფალი, რომელსა-იგი მოუჴედით ლოდსა...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის