თარგმანი: კაცობრივად დაბადებულად აწინდელსა ამას ადგილსა მეფეთაგან დადგინებულთა მთავართა იტყჳს, რომელთა მორჩილებაჲ თანა-გუაც ბრძანებითა უფლისაჲთა, რომელი-იგი გუეტყჳს მიცემად კეისრისაჲ კეისარსა. ხოლო მას ზედა ოდენ თანა-მდებ ვართ მორჩილებად მათდა ყოველსავე ბრძანებასა, რომელსა შინა არა იყოს სავნებელი სულისაჲ და წინა-აღდგომაჲ ღმრთისაჲ, რაჲთა არა დავაკლოთ მიცემად ღმრთისაჲ ღმერთსა. რამეთუ თჳთ მასვე განუგიეს, რაჲთა შიშითა მთავართა მიერისა პატიჟისაჲთა არა შეიჭამებოდინ კაცნი ურთიერთას მსგავსად თევზთაჲსა. და ესე არს ნებაჲ მისი შორის ქრისტეანეთა, რაჲთა უმეტეს ყოველთა კაცთასა მორჩილებითა მთავართაჲთა დაუყონ პირი უგუნურთა კაცთა ცილის-მწამებელობასა, რომელნი ზრახვენ, ვითარმედ: ვინაჲთგან ყოვლისავე სოფლისა საქმეთა შეურაცხებასა ბრძანებს შჯული ქრისტესი, მთავართაცა სამე ზარისა და შიშისა შეურაცხ-ყოფად აწუევს, რომლითა იქმნების უწესოჲ შერეულებაჲ და ბევრეულნი ბოროტნი.
1 პეტრეს წერილი 2:15
14. გინდაც მთავრებს, როგორც მის მიერ წარმოგზავნილთ ბოროტმოქმედთა დასასჯელად და კეთილის მოქმედთა საქებად.15. ვინაიდან ღმერთმა ისე ინება, რომ კეთილი საქმით ვუკრავდეთ პირს უგუნურ კაცთა უმეცრებას.16. როგორც იქცევიან თავისუფალნი: ბოროტების დასაფარავად როდი იყენებენ თავისუფლებას, არამედ არიან, როგორც ღვთის მონები.
1 პეტრეს წერილი თავი 2