მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 პეტრეს წერილი 2:17

16. როგორც იქცევიან თავისუფალნი: ბოროტების დასაფარავად როდი იყენებენ თავისუფლებას, არამედ არიან, როგორც ღვთის მონები.17. პატივი ეცით ყველას, გიყვარდეთ საძმო, ღვთის შიში გქონდეთ და პატივი მიაგეთ მეფეს.18. მსახურნო, გულმოშიშებით დაემორჩილეთ ბატონებს, არა მარტო კეთილთა და ლმობიერთ არამედ მკაცრთაც.
1 პეტრეს წერილი თავი 2
17. პატივი ეცით ყველას, გიყვარდეთ საძმო, ღვთის შიში გქონდეთ და პატივი მიაგეთ მეფეს.
თავი დ̂. მორჩილებისათჳს მთავართაჲსა და ძმათ-მოყუარებისა და ღმრთისმსახურებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვითარცა აზნაურნი და ნუ ვითარცა საფარველად გაქუს უკეთურებისა აზნაურებაჲ ეგე. არამედ ვითარცა მონანი ღმრთისანი, ყოველთა პატივ-სცემდით. ძმათა ჰყუარობდით, ღმრთისა გეშინოდენ, მეფესა პატივ-სცემდით (2,16-17).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ ნუ მიზეზ-იდგამთ უკეთურებისა თქუენისა აზნაურებასა მაგას ქრისტეს მიერსა; ვითარმცა ამისთჳს ურჩ და უშიშ იყვენით, რამეთუ ქრისტემან განგააზნაურნა. არამედ, ვითარცა ჭეშმარიტებით აზნაურ და თავისუფალ ქმნილნი სიბოროტისაგან, ამით უფროჲს მორჩილ იყვენით ყოველთა, რამეთუ ესე არს მცნებაჲ აზნაურ-მყოფელისა მის თქუენისა ქრისტესი, რაჲთა ყოველთა მიმართ მორჩილებით და სიყუარულით და მშჳდობით იქცეოდით მორწმუნენი მისნი, და არცა ერთსა რას ვის დააკლებდეთ შემსგავსებულსა შიშსა და პატივის-ცემასა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის