თარგმანი: ესრეთ უბრძანებს მორწმუნეთა მონათა, რაჲთა არა ჴორციელისა შიშისათჳს ერჩდენ მსგავსად სხუათა მონათა, არამედ უფროჲსღა ღმრთისმოშიშებისათჳს, და რაჲთა ყოველთავე უფალთა მიმართ უცვალებელად იპყრან წესი ერთგულებისაჲ; სახიერთა მიმართ, — რამეთუ ამას ეძიებს სჯული საქმისაჲ; ხოლო უსახურთა მიმართ, — რამეთუ უმეტესი მადლი აქუს ძჳრთა თავს-დებისაჲ მაშინ, რაჟამს არა ბრალისა რაჲსათჳსმე, არამედ ღმრთისა მიერისა მადლისა მიცემისათჳს თავს-იდებდეს უსამართლოდ შემთხუეულთა მწუხარებათა: რამეთუ თჳთ ესე არს გზაჲ ჩინებისაჲ და საქმე სარწმუნოებისა ჩუენისაჲ, რაჲთა გუევნებოდის და დავითმენდეთ საუკუნოჲსა სასყიდლის კუალად-გებისათჳს.
1 პეტრეს წერილი 2:20
19. რადგანაც მადლი ის არის როცა ვინმე, უსამართლოდ ტანჯული, ღვთის წინაშე არ ღალატობს სინიდისს და უდრტვინველად იტანს გასაჭირს.20. მართლაცდა, თუკი შეცოდებისათვის გცემენ და ითმენთ, ვითომ რა საქები საქციელია? ხოლო თუ სიკეთის ქმნისათვის გაწამებენ და ითმენთ, ეს კი მადლია ღვთის წინაშე.21. ამისთვისა ხართ ხმობილნი, ვინაიდან ქრისტეც ჩვენთვის ევნო და დაგიტოვათ მაგალითი, რათა მისდიოთ მის კვალს.
1 პეტრეს წერილი თავი 2