თარგმანი: ვინაჲთგან დიდი საქმე უბრძანა მონათა, რაჲთა უმშჯავროდ ევნებოდის და თავს-იდებდენ, ამისთჳს დიდსაცა სახესა წინა-უყოფს ქრისტეს ვნებათასა, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: რამეთუ ქრისტემანცა ივნო ჩუენთჳს და თქუენ დაგიტევა სახე, რაჲთა შეუდგეთ კუალთა მასთა. ნანდჳლვე დიდ არს სახე მისი და ზეშთა აღმატებულ თანა-შეტყუებისა ჩუენისა. რამეთუ რაოდენცა უსამართლოდ ვისგან გუევნებოდის, დაღაცათუ მისგან უბრალო ვიყვნეთ, რომლისათჳს-იგი გუტანჯვიდენ. არამედ სხჳთ ბევრეულთა ბოროტთაგან და ცოდვათა აღსავსე ვართ. რამეთუ ვერვინ იქადოს წმიდა-ყოფაჲ ბრალისაგან, დაღათუ ერთი დღე იყოს ცხორებაჲ მისი ქუეყანასა ზედა. ხოლო ქრისტესთჳს, ვითარცა ესაია იტყჳს არა-ქმნასა ცოდვისასა და ზაკუვისაგან თავისუფლებასა პირისა მისისასა, ვითარ არა საკჳრველ იყოს, ვითარ მართალსა ევნებოდა და არავის მიაგებდა ბოროტსა ბოროტისა წილ, და მსაჯული ყოველთაჲ საშჯელად წარდგებოდა და ჩუენთა ცოდვათათჳს ჯუარს-ეცუმოდა, რაჲთა მათგან თავისუფალნი სიწმიდით ვცხონდებოდით. ეჰა საკჳრველი და ახალი სახე კურნებისაჲ, რამეთუ ყურიმლის-ცემისა მის მიერ და ჴურთით ცემისა შოლტით და ლერწმით გუემისა და ლასურისა მიერ გუერდსა...
22. არც შეუცოდავს და არც დასჩენია ზაკვა მის ბაგეს,23. ვისაც ჰგმობდნენ და სანაცვლოდ არავის ჰგმობდა, აწამებდნენ და არ იმუქრებოდა, არამედ თავის თავს ანდობდა მართლად გამკითხეს;24. ვინც ჩვენი ცოდვები თავისი სხეულით აზიდა ძელზე, რათა ცოდვისგან თავდახსნილთ სიმართლით გეცხოვრათ; და ვისი წყლულებითაც განიკურნეთ.
1 პეტრეს წერილი თავი 2