თარგმანი: ვითარცა-იგი ნათელ ჭეშმარიტ არს უფალი ჩუენი, არამედ შჯის სოფელსა და განანათლებს წარმართთა სიბრმესა მორწმუნეობისათჳს, ხოლო დააბრმობს ჰურიათა მხედველობასა ურწმუნოებისათჳს. ეგრეთვე, სიტყჳსაებრ ესაიაჲსსა, ლოდ საკიდურ რჩეულ და პატიოსან ექმნების მათ, რომელთა განეკუთნვის პატივი მისსა მიმართ სარწმუნოებისათჳს, და არა არცხუენს, რომელთა ჰრწმენეს მისი; ხოლო, სიტყჳსაებრ დავითისსა, ურჩთა და ურწმუნოთა, ვითარცა კლდე საცთურებისაჲ, შეაცთუნებს, და ვითარცა ლოდი დაკუეთებისაჲ, დააკუეთებს და შეჰმუსრავს, რომელნი-იგი ეკუეთებოდინ მას ურწმუნოებითა საღმრთოთა სიტყუათაჲთა, და ვერ გულისჴმა-ჰყოფდენ, ვითარმედ იგი არს შემაერთებელი ორთა კიდეთა შორიელთა - ძუელისა და ახლისა შჯულისათაჲ.
1 პეტრეს წერილი 2:6
5. როგორც ცოცხალი ქვები, თქვენც აშენდით სულიერ სახლად, წმიდა სამღვდელოებად და სულიერი მსხვერპლის მწირველად, იესო ქრისტეს მეშვეობით სასურველად რომ უჩანს ღმერთს.6. რადგანაც წერილი ამბობს: „აჰა, მე დავდებ სიონში ქვაკუთხედ ლოდს, რჩეულსა და უძვირფასესს, და არ შერცხვება მისი მორწმუნე“.7. ამრიგად, ის ფასდაუდებელია თქვენთვის, ანუ მორწმუნეთათვის, ურწმუნოთათვის კი „ქვა, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, მაგრამ კუთხის თავად დაიდვა: ქვა ფეხწამოსაკრავი და კლდე საცთური“
1 პეტრეს წერილი თავი 2