მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 პეტრეს წერილი 2:8

7. ამრიგად, ის ფასდაუდებელია თქვენთვის, ანუ მორწმუნეთათვის, ურწმუნოთათვის კი „ქვა, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, მაგრამ კუთხის თავად დაიდვა: ქვა ფეხწამოსაკრავი და კლდე საცთური“8. მათთვის, ვინც ეურჩება სიტყვას, და ვისთვისაც ეს ხვედრი იყო გამიზნული.9. ხოლო თქვენა ხართ რჩეული მოდგმა, სამეფო სამღვდელოება, წილხვედრი ხალხი, რათა ყველას აუწყოთ მისი სიქველე, ვინც სიბნელიდან გამოგიხმოთ, რომ გეხილათ მისი საოცარი ნათელი.
1 პეტრეს წერილი თავი 2
8. მათთვის, ვინც ეურჩება სიტყვას, და ვისთვისაც ეს ხვედრი იყო გამიზნული.
თავი გ̂. რაჲთა ღირსად შვილებისა მის ქრისტეს მიერისა ვცხონდებოდით და სარგებელისათჳს გარეშეთაჲსა დიდებად ღმრთისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ წერილ არს წიგნსა შინა: აჰა ესერა დავსდებ სიონს შინა ლოდსა საკიდურსა, რჩეულსა პატიოსანსა, და რომელსა ჰრწმენეს მისსა მიმართ, არასადა ჰრცხუენეს. თქუენდა უკუე არს პატივი მორწმუნეთა მაგათ, ხოლო ურჩთათჳს ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა. ესე იქმნა თავ საკიდურთა და ლოდ შებრკოლების და კლდე საცთურების, რომელნი შეჰბრკოლდებიან სიტყუასა მას ურჩებითა, რომელსაცა ზედა დაესხნეს (2,6-8).:

თარგმანი: ვითარცა-იგი ნათელ ჭეშმარიტ არს უფალი ჩუენი, არამედ შჯის სოფელსა და განანათლებს წარმართთა სიბრმესა მორწმუნეობისათჳს, ხოლო დააბრმობს ჰურიათა მხედველობასა ურწმუნოებისათჳს. ეგრეთვე, სიტყჳსაებრ ესაიაჲსსა, ლოდ საკიდურ რჩეულ და პატიოსან ექმნების მათ, რომელთა განეკუთნვის პატივი მისსა მიმართ სარწმუნოებისათჳს, და არა არცხუენს, რომელთა ჰრწმენეს მისი; ხოლო, სიტყჳსაებრ დავითისსა, ურჩთა და ურწმუნოთა, ვითარცა კლდე საცთურებისაჲ, შეაცთუნებს, და ვითარცა ლოდი დაკუეთებისაჲ, დააკუეთებს და შეჰმუსრავს, რომელნი-იგი ეკუეთებოდინ მას ურწმუნოებითა საღმრთოთა სიტყუათაჲთა, და ვერ გულისჴმა-ჰყოფდენ, ვითარმედ იგი არს შემაერთებელი ორთა კიდეთა შორიელთა - ძუელისა და ახლისა შჯულისათაჲ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის