თარგმანი: ორსა ეძიებს დედათაგან: მორჩილებასა ქმართასა და განგდებასა სოფლიოჲსა მის მეტისა შემკობისასა. რამეთუ სამკაულ დედაკაცისა - მორჩილებაჲ ქმრისაჲ, რომელსა შეუდგს ყოველი კეთილი. იხილე, ვითარ ესოდენ დიდ ჰყოფს დედათა კრძალულებისა თანა-მდებობასა, რომელ კმა იყოს დუმილით ხოლო სახე ყოფად სარგებელისა, არა ხოლო მორწმუნეთა, არამედ ურწმუნოთაცა, რაჟამს არა გარეშითა ხოლო კაცითა, არამედ შინაგანითა გულისაჲთა მყუდრო და წესიერ იყვნენ.
1 პეტრეს წერილი 3:1
1. ასევე ცოლებიც დაემორჩილეთ ქმრებს, რათა თვით ისინიც კი, რომელნიც ეურჩებიან სიტყვას, შეძენილ იქნენ თავიანთი ცოლების ქცევით, სიტყვის გარეშე,2. როცა იხილავენ თქვენს უბიწო და ღვთისმოშიშ ქცევას.
1 პეტრეს წერილი თავი 3