თარგმანი: არა ხოლო საჴმართა ქველისსაქმედ არა წარგებისათჳს, არამედ ბუნებითთაცა ტალანტთა ანუ მეცნიერებათაგანისა არა საზოგადოდ ყოველთა სარგებელად ჴმარებისათჳს, ტალანტისა დამფლველთა თანა დავისაჯებით, რამეთუ რაჲთაცა ვჰმატებდეთ მოყუასთა, — საჴმრითა გინა სწავლულებითა ანუ სათნოებითა, — თანა-მდებ ვართ აღმოვსებად ნაკლულევანებასა და უღონოებასა მოყუასთასა, ვითარმცა არა თავთა ჩუენთათჳს მარტოდ, არამედ საზოგადოდ სამნოდ და განსაგებელად მოგუეღო იგი მეუფისაგან. ამისთჳს, რაჟამს სიტყჳთ ვის შევეწეოდით, ნუ ვითარცა ჩუენთა, არამედ ვითარცა ღმრთისა სიტყუათა, უშურველად წინა-უყოფდეთ. და კუალად, საქმითსა მსახურებასა, ვითარცა ძალისაგან ღმრთივ მოცემულისა ვამსახურებდეთ ყოველთა, სადიდებულად ღმრთისა ქრისტეს მიერ, რომელი-იგი არს მაცხოვარი ჩუენი და მომნიჭებელი ყოველთა კეთილთა და ნიჭთა სრულთაჲ საქებელად მისსა.
1 პეტრეს წერილი 4:10
9. უდრტვინველად უმასპინძლეთ ერთურთს.10. თვითეული თქვენგანი იმ ნიჭით ემსახუროს დანარჩენთ, რაც მიუღია, როგორც შეშვენის ღვთის მრავალფეროვანი მადლის კეთილ მნეს.11. თუ ლაპარაკობს ვინმე, ღვთის სიტყვისამებრ ილაპარაკოს; თუ მსახურებს ვინმე, ღვთის მიერ ბოძებული ძალით იმსახუროს, რათა სრულად იდიდებოდეს ღმერთი იესო ქრისტეს მიერ, ვისიცაა დიდება და ძალი უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
1 პეტრეს წერილი თავი 4