თარგმანი: ყოვლისავე განსაცდელისა, სენთა და სალმობათა, დევნულებათა და ჭირთაჲსა თავს-დებად გუამცნებს, რჲთა აქა სოფელსა ამას შინა ზიარებითა ვნებათა ქრისტესთაჲთა მერმესა მას საუკუნესა განვიხაროთ თანა-ზიარებითა დიდებასა მას მისსა.
1 პეტრეს წერილი 4:12
11. თუ ლაპარაკობს ვინმე, ღვთის სიტყვისამებრ ილაპარაკოს; თუ მსახურებს ვინმე, ღვთის მიერ ბოძებული ძალით იმსახუროს, რათა სრულად იდიდებოდეს ღმერთი იესო ქრისტეს მიერ, ვისიცაა დიდება და ძალი უკუნითი უკუნისამდე. ამინ.12. საყვარელნო, ნუ იუცხოვებთ თქვენს გამოსაცდელად მოვლენილ ცეცხლოვან განსაცდელს, თითქოს რაღაც უჩვეულო რამ დაგმართოდეთ.13. არამედ ხარობდეთ, როგორც ქრისტეს ვნებათა თანაზიარნი, რათა მისი დიდების გამოცხადებითაც იხარებდეთ და ილხენდეთ.
1 პეტრეს წერილი თავი 4