მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ვ̂. ვითარმედ ზიარებისათჳს ქრისტესისა სამართალ არს ძლევაჲ ბუნებითთა ვნებათაჲ, და რაჲთა სასოებითა მისითა მოვითმენდეთ სხუათა მიერ ჩუენ ზედა მოწევნულთა ჭირთა

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: საყუარელნო, ნუ უცხო გიჩნს თქუენ შორის განჴურვებაჲ ეგე, რომელი იქმნების განსაცდელად თქუენ თანა, ვითარმცა უცხოჲ რაჲმე შეგემთხუეოდა თქუენ, არამედ რაოდენ-ეგე ეზიარებით ვნებათა ქრისტესთა, გიხაროდენ, რაჲთა გამოჩინებასცა დიდებისა მისისასა გიხაროდის და მხიარულ იყვნეთ (4,12-13).

თარგმანი: ყოვლისავე განსაცდელისა, სენთა და სალმობათა, დევნულებათა და ჭირთაჲსა თავს-დებად გუამცნებს, რჲთა აქა სოფელსა ამას შინა ზიარებითა ვნებათა ქრისტესთაჲთა მერმესა მას საუკუნესა განვიხაროთ თანა-ზიარებითა დიდებასა მას მისსა.

მოციქულისაჲ: უკუეთუ იყუარებოდით სახელისათჳს ქრისტესისა, ნეტარ ხართ, რამეთუ დიდებისაჲ იგი და ღმრთისა სული თქუენ ზედა განსუენებულ არს, რამეთუ ვითარ იგინი ჰგონებენ, იგმობვით, ხოლო ვითარ-იგი თქუენ გნებავს, იდიდებით (4,14).

თარგმანი: მრავალსახე არიან მიზეზთათჳს ჴორციელთა ქონებანი ურთიერთას სიყუარულისანი. არამედ მხოლოჲ იგი და ერთი ნეტარებისა ღირს არს, რაჟამს ქრისტეს სახელისათჳს ვიყუარებოდით, რომელსა ნაყოფად მოაქუს სულისა წმიდისა ჩუენ შორის განსუენებაჲ, რომელი-იგი ვითარცა ღმრთისა მამისაჲ არს, ეგრეთვე დიდებისა მისისა — უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი. ამით ესევითარითა მოქალაქობითა ცხორებულნი, რაოდენცა სულელ და საგმობელ საგონებელ იყვნენ სოფლიოთაგან, არამედ ბრძენ და დიდებულ არიან წინაშე ღმრთისა.

მოციქულისაჲ: ნუმცა ვის თქუენგანსა ევნების ვითარცა კაცისმკლველსა, გინა მპარავსა, გინა ძჳრისმოქმედსა, გინა ვითარცა უცხოჲსა განმგესა. ხოლო უკუეთუ — ვითარცა ქრისტეანესა, — ნუ ჰრცხუენინ, არამედ ადიდებდინ ღმერთსა ამით ნაწილითა (4,15-16).

თარგმანი: უცხოჲსა განმგე მას უწოდიან, რომელი სხჳსა ნაქონებთა მტაცებელობით განმდიდრებული კაცისმკლველსა, მპარავსა და ძჳრისმოქმედსა თანა შეირაცხოს. ვინაჲცა ამათ მიზეზთათჳს ტანჯულნი სირცხჳლისა ღირს არიან. ხოლო ქრისტეანობისათჳს გუემულნი თანამდებ არიან მადლობად ღმრთისა, ვითარცა ღირს-ქმნულნი კეთილსა მას ნაწილსა ქრისტეს აღსაარებისასა, რომელი არასადა მიეღოს მათგან.

მოციქულისაჲ: რამეთუ ჟამმან დაწყებად საშჯელისა პირველად სახლისაგან ღმრთისა იწყოს, უკუეთუ კულა პირველად ჩუენგან, რაჲ-მე ეყოს ურჩთა მათ სახარებისა ღმრთისათა? და უკუეთუ მართალი ძნიად განერეს, უღმრთოჲ იგი და ცოდვილი სადაღა იპოოს? (4,17-18).

თარგმანი: ესე ჩუეულებაჲ კაცთა შორის ესრეთ იხილვების, რამეთუ სახლეულთა ჩუენთა უმეტეს განურისხდით ჩუენდა მომართ განმამწარებელობისათჳს, ვიდრეღა უცხოთა. ვინაჲცა, უკუეთუ პირველად ეკლესიისა მკჳდრნი განიკითხვიან და უპირატეს ურწმუნოთა მორწმუნენი დაიშჯებიან, რაოდენ უმეტესი ძრწოლაჲ, თანა-აც ურჩთა მათ სახარებისათა, ესმოდის რაჲ წიგნისაგან იგავთაჲსა: უკუეთუ მართალი იგი და მორწმუნე დიდად განიკითხვის მცირეთაცა ცთომათათჳს, რაჲღა ეყოს უღმრთოსა მას (რომელ არს უცხოჲ შჯულისაგან ღმრთისა) და ცოდვილსა მას, რომელი შჯულსა შინა ღმრთისასა ცოდავს და მცირედ-მცირედ იგიცა უშჯულოებად მიიწევის მიმყოვრებულად მოუქცეველობითა ცოდვისაგან. ხოლო ესევე სიტყუაჲ — პირველად სახლით ღმრთისაჲთ დაწყებაჲ საშჯელისაჲ - სახარებასაცა შინა განგემარტების, რამეთუ პირველად მარჯუენითთა ესმის: მოვედით, კურთხეულნო, და ეგრეთღა ცოდვილთა: წარვედით, დაწყეულნო.

მოციქულისაჲ: ამიერითგან, რომელთაცა ევნებოდის ნებითა ღმრთისაჲთა, ვითარცა სარწმუნოთა, დამბადებელსა შეჰვედრნედ სულნი თჳსნი კეთილისა საქმითა (4,19).

თარგმანი: ესე არს ნებითა ღმრთისაჲთა ვნებაჲ, რაჲთა არარაჲსა ჴორციელისა გინა სულიერისა ბრალისათჳს, არამედ ღმრთისმსახურებისა და კეთილისა საქმისათჳს იყოს ტანჯვაჲ მათი. ესევითართა სულნი ჴელთა შინა ღმრთისათა ცხოველ არიან, დაღაცათუ ჴორცნი მათნი მოიკლნენ უღმრთოთა მიერ.

ნაშრომები > კომენტარები საქმეებზე და კათოლიკე ეპისტოლეებზე, წმ.იოანე ოქროპირი, წმ. ეფრემ მცირე > პეტრე მოციქულისა პირველი წიგნი კათოლიკე > თავი ვ̂. ვითარმედ ზიარებისათჳს ქრისტესისა სამართალ არს ძლევაჲ ბუნებითთა ვნებათაჲ, და რაჲთა სასოებითა მისითა მოვითმენდეთ სხუათა მიერ ჩუენ ზედა მოწევნულთა ჭირთა