თარგმანი: ესე ჩუეულებაჲ კაცთა შორის ესრეთ იხილვების, რამეთუ სახლეულთა ჩუენთა უმეტეს განურისხდით ჩუენდა მომართ განმამწარებელობისათჳს, ვიდრეღა უცხოთა. ვინაჲცა, უკუეთუ პირველად ეკლესიისა მკჳდრნი განიკითხვიან და უპირატეს ურწმუნოთა მორწმუნენი დაიშჯებიან, რაოდენ უმეტესი ძრწოლაჲ, თანა-აც ურჩთა მათ სახარებისათა, ესმოდის რაჲ წიგნისაგან იგავთაჲსა: უკუეთუ მართალი იგი და მორწმუნე დიდად განიკითხვის მცირეთაცა ცთომათათჳს, რაჲღა ეყოს უღმრთოსა მას (რომელ არს უცხოჲ შჯულისაგან ღმრთისა) და ცოდვილსა მას, რომელი შჯულსა შინა ღმრთისასა ცოდავს და მცირედ-მცირედ იგიცა უშჯულოებად მიიწევის მიმყოვრებულად მოუქცეველობითა ცოდვისაგან. ხოლო ესევე სიტყუაჲ — პირველად სახლით ღმრთისაჲთ დაწყებაჲ საშჯელისაჲ - სახარებასაცა შინა განგემარტების, რამეთუ პირველად მარჯუენითთა ესმის: მოვედით, კურთხეულნო, და ეგრეთღა ცოდვილთა: წარვედით, დაწყეულნო.
1 პეტრეს წერილი 4:18
17. რადგანაც დროა, ღვთის სახლიდან დაიწყოს განკითხვა, ხოლო თუ ჩვენით დაიწყება, რა აღსასრული ელით ღვთის სახარების ურჩთ?18. თუკი მართალი ძლივსღა ცხონდება, უკეთური და ცოდვილი სადღა იყოს?19. ამიტომ ღვთის ნებით ვნებულთაც მას, როგორც ჭეშმარიტად შემოქმედს, მიანდონ თავიანთი სული.
1 პეტრეს წერილი თავი 4