თარგმანი: ფრიად სარგებელ არს გლოვაჲ გარდასრულთა მათ და უდებებით თანა-წარსრულთა დღეთა ჩუენთაჲ. ამას თანა და სასწავლელცა არს სიტყჳსა ამის მიერ, ვითარმედ: ესევითარი წარჴსნილი ცხორებაჲ პირუტყული არს და წარმართული, უცხოჲ მოქალაქობისაგან ქრისტიანეთაჲსა. ვინაჲცა ბოროტისა ჩუეულებისა მიდევნებულთა მათ უცხო უჩნს მოქცეული მისგან, და ამისთჳს უძჳრესად დაიშჯებიან, რამეთუ ნაცვალად ქებისა მგმობარნი არიან და მძაგებელნი სხუათა კეთილისანი. ხოლო შენ რაჟამს გესმეს შჯაჲ ცხოველთა და მკუდართაჲ, გულისჴმა-ჰყოფდ ზოგად, ვითარმედ სულთა და ჴორცთა შჯის გინა თუ მართალთა და ცოდვილთა, რამეთუ მართალთა ცხოველ უწოდს სათნოებისათჳს, ხოლო ცოდვილთა —მკუდარ, ცოდვასა შინა დაშთომისათჳს.
1 პეტრეს წერილი 4:5
4. ამიტომაც უკვირთ, რომ მათთან ერთად არ მონაწილეობთ იმავე გარყვნილებაში, და გგმობენ კიდეც.5. მალე აგებენ პასუხს მის წინაშე, ვინც განიკითხავს ცოცხლებსა და მკვდრებს.6. მკვდრებსაც ხომ იმიტომ ეხარათ, რომ ხორცით განკითხულიყვნენ, როგორც კაცნი, და სულით ეცოცხლათ, როგორც ღმერთს.
1 პეტრეს წერილი თავი 4