მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 პეტრეს წერილი 4:8

7. თუმცა ახლოა ყოვლის აღსასრული; მაშ, იყავით გონიერნი და ლოცვებისთვის იფხიზლეთ.8. უწინარეს ყოვლისა კი, გულწრფელად გიყვარდეთ ერთმანეთი, რადგანაც სიყვარული ფარავს ცოდვათა სიმრავლეს.9. უდრტვინველად უმასპინძლეთ ერთურთს.
1 პეტრეს წერილი თავი 4
8. უწინარეს ყოვლისა კი, გულწრფელად გიყვარდეთ ერთმანეთი, რადგანაც სიყვარული ფარავს ცოდვათა სიმრავლეს.
თავი ე̂. განშორებისათჳს ბოროტთა საქმეთაგან და მოგებისათჳს სათნოებათაჲსა და სულიერთა ნაყოფთა, თითო-სახეობისაებრ მადლთაჲსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ყოველთაჲ აღსასრული მოახლებულ არს. განწმიდენით უკუე და განიფრთხვეთ ლოცვად, ყოვლისა წინა ურთიერთას სიყუარული განმარტებული გაქუნდინ, რამეთუ სიყუარულმან დაფარის სიმრავლე ცოდვათაჲ. სტუმართმოყუარე იყვენით ურთიერთას თჳნიერ დრტჳნვისა (4,7-9).:

თარგმანი: ზემო განშჯითა ცხოველთა და მკუდართაჲთა შეაშინნა მსმენელნი. ხოლო აწ, რაჲთა არავინ შორიელ მგონებელი დღისა მის მეორედ მოსლვისაჲ დროებდეს მოქცევად და სინანულად, ამისთჳს კაცად-კაცადისა აღსასრულისა მახლობელობითა განკრძალულ გუყოფს ლოცვით ვედრებად ღმრთისა და სინანულად. ამას თანა სიყუარულისა განმარტებულისა ქონებასა იტყჳს დამფარველად ცოდვათა, რამეთუ უკუეთუ ჭეშმარიტებით გჳყუარდეს მოყუასი, არაოდეს თავს-ვიდებთ, რაჲთამცა ვავნეთ მას ვნებითა რაჲთმე სულისა ანუ ჴორცთაჲთა. ხოლო უდრტჳნველსა სტუმრისმოყუარებასა ესრეთ გუაწუევს, რაჲთა, დაღაცათუ მსგავსად აბრაჰამისსა სამას ათრვამეტ იყვნენ სახლეულნი ჩუენნი, ეგრეცა ჩუენ თავით თჳსით მივრბიოდით, არა ხოლო სტუმრობად უცხოთა, არამედ თჳსთა მიერ ჴელთა მსახურებადცა მათდა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის