თარგმანი: ვინაჲთგან ზემო მწყემსთა ამცნო სიფრთხილე სამწყსოთა ზედადგომისაჲ, აწ სამწყსოთა უწოდს ჭაბუკ, და უბრძანებს, რაჲთა, ვითარცა შვილნი მამათა, ეგრეთ ერჩდენ მოხუცებულ წოდებულთა ამათ მღდელთა და მღდელთმთავართა. ამისსა შემდგომად ზოგად ყოველთა აწუევს სიმდაბლით ურთიერთას მორჩილებასა და მახჳლ მომჭრელ ზუაობისა ჰყოფს სიტყუასა მას იგავთასა, რაჲთა ქუეშე მტკიცესა მას ჴელსა ღმრთისასა, რომელი ძლიერ არს შემუსრვად ამპარტავანთა, და უწყის ჟამი მდაბალთა ამაღლებისაჲ. ამისთჳს ნუვინ პირველ ჟამისა ეძიებნ მას, რამეთუ აქა არს დამდაბლებაჲ და ჭირი, ხოლო მერმესა მას — სიმაღლე და განსუენებაჲ საუკუნოჲ, რომლისათჳსცა მას თავადსა მიუტეოთ ყოველი ზრუნვაჲ ჩუენი, ხოლო ჩუენ უზრუნველ ვიყვნეთ და მზა მოქმედებასა შინა მცნებათა მისთასა.
1 პეტრეს წერილი 5:6
5. ასევე უმრწემესნიც დაემორჩილეთ უხუცესთ და ურთიერთმორჩილებით შეიმოსეთ სიმდაბლე, რადგან ქედმაღალთ ეწინააღმდეგება ღმერთი, თავმდაბალთ კი მადლს ანიჭებს.6. მაშ, დამდაბლდით ღვთის მტკიცე ხელქვეშ, რათა დროულად აგამაღლოთ თქვენ.7. მას მიანდეთ ყოველი თქვენი საზრუნავი, რადგანაც ის ზრუნავს თქვენზე.
1 პეტრეს წერილი თავი 5