📋 სარჩევი
მოციქულისაჲ: ხუცესთა მათ თქუენ შორის ვჰლოცავ, ვითარცა თანა-ხუცესი და მოწამე ვნებათა ქრისტესთაჲ და მერმისა მის გამოჩინებადისა დიდებისა ზიარი. მწყსიდით თქუენ შორის სამწყსოსა მას ღმრთისასა. იღუწიდით ნუ იძულებით, არამედ ნებსით: ნუცა საძაგელისა შეძინებით, არამედ გულსმოდგინედ; ნუცა ვითარმცა ეუფლებოდეთ სამნოსა მას, არამედ სახე ექმნენით სამწყსოსა მას და გამოჩინებასა მას მწყემსთმთავრისასა მოიღოთ დაუჭნობელი იგი დიდებისა გჳრგჳნი (5,1-4).
თარგმანი: ზოგადი არს მცნებაჲ ესე ეპისკოპოსთა მიმართ და ხუცესთა, რამეთუ მაშინ ჯერეთ საზიარო იყო სახელები ესე რამეთუ ეპისკოპოსთა ხუცეს და ხუცესთა ეპისკოპოს უწოდდიან, რომელთა აწ მოციქული უბრძანებს, რაჲთა რწმუნებულსა მას მათდა სამწყსოსა ღმრთისასა ფრთხილად ზედაადგენ, და თჳნიერ იძულებისა ნებსით რწმუნებით არწმუნებდენ ყოველსა კეთილსა, და ნუმცა შესაძინელ ჴორციელისა რაჲსმე საძაგელისა განხრწნადთა ნივთთა მოგებისა ჰყოფენ მწყემსობასა მათსა, არამედ ყოველი გულსმოდგინებაჲ აქუნდინ ცხოვნებისათჳს მათისა, სიტყჳთ სწავლითა და საქმით სახე სათნოებისა ყოფითა მათდა, რაჲთა ესრეთ ჟამსა თჳსსა მოიღონ წარუვალი სასყიდელი შრომისაჲ მწყემსთმთავრისა და მაცხოვრისაგან ყოველთაჲსა ქრისტეს ღმრთისა.
მოციქულისაჲ: ეგრეთვე ჭაბუკნი დაემორჩილენით მოხუცებულთა და ყოველთავე ურთიერთას მორჩილებითა სიმდაბლე შეიმოსეთ, რამეთუ ღმერთი ამპარტავანთა შეჰმუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი. და-უკუე-მდაბლდით წინაშე მტკიცესა ჴელსა ღმრთისასა, რაჲთა აღგამაღლნეს თქუენ ჟამსა თჳსსა ყოველივე ზრუნვაჲ თქუენი მიუტევეთ მას, რამეთუ იგი იღუწის თქუენთჳს (5,5-7).
თარგმანი: ვინაჲთგან ზემო მწყემსთა ამცნო სიფრთხილე სამწყსოთა ზედადგომისაჲ, აწ სამწყსოთა უწოდს ჭაბუკ, და უბრძანებს, რაჲთა, ვითარცა შვილნი მამათა, ეგრეთ ერჩდენ მოხუცებულ წოდებულთა ამათ მღდელთა და მღდელთმთავართა. ამისსა შემდგომად ზოგად ყოველთა აწუევს სიმდაბლით ურთიერთას მორჩილებასა და მახჳლ მომჭრელ ზუაობისა ჰყოფს სიტყუასა მას იგავთასა, რაჲთა ქუეშე მტკიცესა მას ჴელსა ღმრთისასა, რომელი ძლიერ არს შემუსრვად ამპარტავანთა, და უწყის ჟამი მდაბალთა ამაღლებისაჲ. ამისთჳს ნუვინ პირველ ჟამისა ეძიებნ მას, რამეთუ აქა არს დამდაბლებაჲ და ჭირი, ხოლო მერმესა მას — სიმაღლე და განსუენებაჲ საუკუნოჲ, რომლისათჳსცა მას თავადსა მიუტეოთ ყოველი ზრუნვაჲ ჩუენი, ხოლო ჩუენ უზრუნველ ვიყვნეთ და მზა მოქმედებასა შინა მცნებათა მისთასა.
მოციქულისაჲ: განიფრთხვეთ, მღჳძარე იყვენით, რამეთუ წინამოსაჯული თქუენი ეშმაკი, ვითარცა ლომი მყჳრალი, მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა, რომელსა წინა-აღუდეგით მტკიცენი სარწმუნოებითა (5,8-9).
თარგმანი: ვინაჲთგან ძილი და უდებებაჲ მჴეცთ შესაჭმელ ჰყოფენ სულსა, ამისთჳს სიფრთხილედ და მღჳძარებად გჳბრძანებს დაუგებელისა მისთჳს და ყოვლად სამარდისოჲსა მძჳნვარებისა, რომელი აქუს ჩუენთჳს საცნაურსა მას ლომსა, მოსურნესა შთანთქმისა ჩუენისასა, რომელი-იგი, ვინაჲთგან საღმრთოდ მღჳძარეთა და კეთილად მოღუაწეთა ვერ შთანსთქამს, ამისთჳს მიმოვალს, რაჲთა პოვოს ვინმე დამძიმებული ჰრულითა უდებებისაჲთა, და ყოს საზრდელ მუცლისა თჳსისა, არამედ ვსძლოთ მას, უკუეთუ მტკიცე ვიყვნეთ სარწმუნოებასა ზედა ქრისტესსა, და იგი ჰბრძოდის მას ჩუენ წილ.