მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 პეტრეს წერილი 5:9

8. იფხიზლეთ და ფრთხილად იყავით, რადგანაც თქვენი მტერი ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და მსხვერპლს დაეძებს.9. წინ აღუდექით მას მტკიცე რწმენით; გახსოვდეთ, რომ იგივე ვნებები ემუქრება თქვენს საძმოს ამ წუთისოფლად.10. ხოლო ღმერთი ყოველი მადლისა, თავისდა სადიდებლად რომ გიხმოთ იესო ქრისტეს მიერ, თქვენი ხანმოკლე ტანჯვის შემდეგ თვითონვე სრულგყოფთ, დაგამკვიდრებთ, გაგაძლიერებთ და განგამტკიცებთ.
1 პეტრეს წერილი თავი 5
9. წინ აღუდექით მას მტკიცე რწმენით; გახსოვდეთ, რომ იგივე ვნებები ემუქრება თქვენს საძმოს ამ წუთისოფლად.
თავი ზ̂. მცნებისათჳს ხუცესთაჲსა, რაჲთა კეთილად იღუწიდენ სამწყსოთა თჳსთა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: განიფრთხვეთ, მღჳძარე იყვენით, რამეთუ წინამოსაჯული თქუენი ეშმაკი, ვითარცა ლომი მყჳრალი, მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა, რომელსა წინა-აღუდეგით მტკიცენი სარწმუნოებითა (5,8-9).:

თარგმანი: ვინაჲთგან ძილი და უდებებაჲ მჴეცთ შესაჭმელ ჰყოფენ სულსა, ამისთჳს სიფრთხილედ და მღჳძარებად გჳბრძანებს დაუგებელისა მისთჳს და ყოვლად სამარდისოჲსა მძჳნვარებისა, რომელი აქუს ჩუენთჳს საცნაურსა მას ლომსა, მოსურნესა შთანთქმისა ჩუენისასა, რომელი-იგი, ვინაჲთგან საღმრთოდ მღჳძარეთა და კეთილად მოღუაწეთა ვერ შთანსთქამს, ამისთჳს მიმოვალს, რაჲთა პოვოს ვინმე დამძიმებული ჰრულითა უდებებისაჲთა, და ყოს საზრდელ მუცლისა თჳსისა, არამედ ვსძლოთ მას, უკუეთუ მტკიცე ვიყვნეთ სარწმუნოებასა ზედა ქრისტესსა, და იგი ჰბრძოდის მას ჩუენ წილ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის