მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 თესალონიკელთა მიმართ 2:11

10. თქვენთან ერთად, ღმერთია მოწმე, თუ რა წმინდად, სამართლიანად და უმწიკვლოდ ვიქცეოდით თქვენს მიმართ, რომელთაც გწამთ,11. ვინაიდან თვითონვე იცით, რომ, როგორც მამა - შვილებს, ისე შევაგონებდით თვითეულ თქვენგანს,12. განუგეშებდით და გარწმუნებდით, რომ გევლოთ ღვთის ღირსად, რომელმაც თავისი სასუფევლისა და დიდებისათვის გიხმოთ.
1 თესალონიკელთა მიმართ თავი 2
11. ვინაიდან თვითონვე იცით, რომ, როგორც მამა - შვილებს, ისე შევაგონებდით თვითეულ თქვენგანს,
ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„მოიჴსენენით, ძმანო, შურომანი ჩუენნი და რუდუნებანი, რამეთუ ღამე და დღე ვიქმოდეთ, რაჲთა არავის დაუმძიმოთ თქუენგანსა, და ესრეთ ვქადაგეთ თქუენდა მიმართ სახარებაჲ იგი ღმრთისაჲ. თქუენ მოწამე ხართ და ღმერთი, ვითარ-იგი ღირსად და მართლად და უბიწოდ თქუენ მორწმუნეთა მიმართ ვიყვენით, ვითარცა-ეგე იცით, ვითარ კაცად-კაცადსა თქუენსა, ვითარცა მამაჲ თჳსსა შვილსა, ეგრეთ გლოცევდით თქუენ და ნუგეშინის-გცემდით და გიწამებდით, რაჲთა ხჳდოდით თქუენ ღირსად ღმრთისა, რომელმან-იგი გიჩინნა თქუენ თჳსსა მას სასუფეველსა და დიდებასა." ().

1. მოციქულის შრომა და სიტყვის შეწყნარება

მასწავლებელმა მძიმე არ უნდა მიიჩნიოს არაფერი იქიდან, რაც მოწაფეთა ცხონებას ემსახურება. რადგან თუ ნეტარი იაკობი ღამითა და დღით ფარათა დასაცავად იწურებოდა, მით უმეტეს მას, ვისაც სულები აქვს მინდობილი, თუნდაც საქმე შრომატევადი იყოს და თუნდაც მდაბალი, ყველაფერი უნდა აკეთოს და მხოლოდ ერთს უმზერდეს: განსწავლულთა ცხონებასა და იქიდან ღმერთთან მისულ დიდებას....

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის